
|
ჭორიკანა
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 6:53 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 6:54 PM | შეტყობინება # 2 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი პასუხების ჩასაწერად. დალაი-ლამას ტესტი სულ სამი კითხვისაგან შედგება, თუმცა პასუხების ჩანიშვნა ტესტის ბოლომდე მოგიწევთ. პასუხები აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. მხოლოდ ასე გაარკვევთ, როგორი ხართ სინამდვილეში. კითხვებს თანამიმდევრობით უპასუხეთ. მომდევნო კითხვები წინასწარ არ წაიკითხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორ პასუხს ვერ მიიღებთ. დავალება შეასრულეთ დაკვირვებით და აუჩქარებლად!
1. ქვემოთ ჩამოთვლილი ცხოველები ჩამოწერეთ მათდამი თქვენი დამოკიდებულების მიხედვით (რომელი მოგწონთ უფრო მეტად და ა. შ.): ა) ძროხა; ბ) ვეფხვი; გ) ცხვარი; დ) ცხენი; ე) ღორი.
2. თითოეულ ობიექტს მიუწერეთ თითო განსაზღვრება (რომელიმე ერთი ზედსართავი სახელი): ა) ძაღლი; ბ) კატა; გ) ვირთხა; დ) ყავა; ე) ზღვა.
3. თითოეულ ფერს მიუსადაგეთ ვინმე, ვინც თქვენთვის ძვირფასია: ა) ყვითელი; ბ) ნარინჯისფერი; გ) წითელი; დ) თეთრი; ე) მწვანე.
კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი პასუხებს, დარწმუნდით, რომ ისინი ნამდვილად შეესაბამება თქვენს განცდებს.
ახლა კი - შედეგები: 1. როგორი ხართ ცხოვრებაში, რა არის თქვენი პრიორიტეტი:
ძროხა - კარიერა; ვეფხვი - თავმოყვარეობა/ღირსება; ცხვარი -სიყვარული; ცხენი - ოჯახი; ღორი - ფული.
2. თქვენი დახასიათება-განსაზღვრებები არის აღწერა...
ძაღლი - საკუთარი თავის; კატა - პარტნიორის; ვირთხა - მტრის; ყავა - სექსისადმი თქვენი ინტერესის; ზღვა - თქვენი ცხოვრების.
3. თქვენი ფერები - თქვენს ცხოვრებაში არსებული ადამიანები:
ყვითელი - ის, ვინც არასოდეს დაგივიწყებთ; ნარინჯისფერი - ის, ვინც საუკეთესო მეგობრად მიგაჩნიათ; წითელი - ის, ვინც ნამდვილად გიყვართ; თეთრი - თქვენი სულიერი “ტყუპისცალი”. მწვანე - ის, ვინც სიცოცხლის ბოლომდე გემახსოვრებათ.
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 10:32 PM | შეტყობინება # 3 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ქმარი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ სამივე ბავშვი ეზოში თამაშობდა, ჯერ კიდევ პიჟამებში შემოსილები. საჭმლის ცარიელ კოლოფებს ტალახში ზელდნენ და გარშემო ყველგან ნაგავი ეყარა. ცოლის მანქანის კარი ღია იყო, ისევე, როგორც სახლის მთავარი კარი. ძაღლი არსად ჩანდა.
დერეფანში კიდევ მეტი ქაოსი დახვდა. მისაღებ ოთახში ტელევიზორი მთელ ხმაზე გაჰყვიროდა, იატაკზე, ავეჯზე - ყველგან სათამაშოები და ტანსაცმელი იყო მიმოფანტული. სამზარეულოს იატაკი საჭმლის ნამცეცებით იყო სავსე, მაცივრის კარი - ღია, ნიჟარაში - ჭუჭყიანი ჭურჭელი.
ქმარმა სასწრაფოდ აირბინა კიბეზე, სათამაშოებსა და ტანსაცმლის გროვას ახტებოდა და გულშეკუმშული ეძებდა ცოლს. ეშინოდა, რომ მას რაღაც დაემართა ან რაიმე უფრო სერიოზული მოხდა. საძინებელში შეირბინა. იქ კი რას ხედავს: მისი ცოლი საწოლში წევს, საღამურში გამოწყობილი, და წიგნს კითხულობს. მან ქმარს ღიმილით შეხედა. მერე ჰკითხა, როგორ ჩაიარა დღემ. კაცი გაოცებული შეჰყურებდა. მერე ჰკითხა: - რა მოხდა აქ? ქალმა ისევ გაიღიმა: - ყოველდღე, სამსახურიდან შინ დაბრუნებული მეკითხები, რა გავაკეთე დღეს? - ჰო, ასეა, - ქმარმა უნდობლად უპასუხა. - ჰოდა, აი, დღეს მართლა არაფერი გამიკეთებია!
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-09-20, 4:41 AM | შეტყობინება # 4 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრები
1. ერთხელ ჰემენგუემ ნაძლევი დადო, რომ დასწერდა მოთხრობას ოთხი სიტყვისგან შემდგარს, რომელიც ნებისმიერ მკითხველს გულს აუჩუყებდა. მან ნაძლევი მოიგო:
"იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. ჩაუცმელი"
2. ფრედერიკ ბრაუნმა ყველაზე მოკლე საშინელებათა მოთხრობა დაწერა:
"დედამიწაზე დარჩენილი ერთდაერთი ადამიანი ოთახში იჯდა. უეცრად კარზე დააკაკუნეს.."
3. ო. ჰენრიმ ყველაზე მოკლე მოთხრობების კონკურსში გაიმარჯვა:
"მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა და ბენზინის კასრთან დაიხარა, რომ ენახა ბევრი იყო თუ არა ბენზინი. გარდაცვლილი 23 წლის იყო".
4. ერთი კონკურსის პირობების თანახმად მოთხრობაში შემდეგი სიტყვები უნდა ეხსენებინათ: დედოფალი, ღმერთი, სექსი, საიდუმლო. პირველი ადგილი ასეთი მოთხრობის ავტორს მიაკუთვნეს:
"ღმერთო! - დაიყვირა დედოფალმა, - ორსულად ვარ, მაგრამ არ ვიცი ვისგან".
5. ყველაზე მოკლე ავტობიოგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა ფრანგმა, რომელმაც დაწერა:
ადრე გლუვი სახე და დაკუჭული კაბა მქონდა, ახლა კი პირიქითაა".
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-09-27, 10:07 PM | შეტყობინება # 5 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ნიღაბი, რომელსაც გააჩნია ლიფტინგის ეფექტი, წმენდს კანს და ავიწროებს ფორებს
კამის პატარა კონა დააქუცმაცეთ ბლენდერში ან დანაყეთ, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე 15-20 წუთით და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ნიღაბი გამოიყენეთ დღეგამოშვებით, 2 კვირის მანძილზე. ეს ნიღაბი მოქმედებს მომენტალურად, ამიტომ შეგიძლიათ ასევე მისი გამოყენება უშუალოდ დღესასწაულებზე წასვლის წინ.
როგორ გავითეთროთ კბილები
რეცეპტი უმარტივესია, ხოლო ინგრედიენტები (მხოლოდ 2) ყველა თქვენგანს მოეძებნება სახლში. თქვენ დაგჭირდებათ: საჭმლის სოდა და ლიმონი.
მომზადების წესიც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს: ჩაყარეთ მინის ჭურჭელში ერთი სუფრის კოვზი სოდა, დაასხით მას ამდენივე ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მასა ჯერ აქაფდება, შემდეგ კი ჟელესებური გახდება.
დაასხით კბილის ჯაგრისს მომზადებული მასა და ჩვეულებისამებრ გაიხეხეთ კბილები.
ეს მეთოდი განსაკუთრებით მათ გამოადგებათ, ვინც სვამს ბევრ ყავას, ჩაის და ეწევა სიგარეტს. კბილებზე გაჩენილ მოყვითალო ნადებს სოდისა და ლიმონის ნარევი მარტივად და ძალიან ეფექტურად მოაცილებს.
|
|
| |
მარია | თარიღი: ოთხშაბათი, 2014-10-15, 5:54 AM | შეტყობინება # 6 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| პირველი ვაშლი - სამართლიანი ხარ. არ მიეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, ვინც ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს.
გარედანაც ის ხართ, რაც შინაგანად. არასდროს გრცხვენიათ საკუთარე თავის, ქმედების. პრობლემებს ფილოსოფიურად უყურებთ და ცხოვრებაში დაცემასაც და აღზევებასაც მშვიდად ხვდებით.
ბედნიერი ხართ, რადგან ნერვიულობა არ გახასიათებთ. იცით, რომ ყველაფერი მოგვარდება და მშვიდად აგრძელებთ ცხოვრებას. თქვენთვის საუკეთესოა ის ვაშლი, რომელსაც ხიდან თავად მოწყვეტთ და გემრიელად ჩაახრამუნებთ.
მეორე ვაშლი
ენერგიული და გულღია ადამიანი ხართ. მრავალ სფეროში ცდილობთ საკუთარი თავის მოსინჯვას. ყველაფერს ხალისით იწყებთ, მაგრამ იშვიათად ასრულებთ. გიყვართ თავგადასავლები. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ. თქვენთვის უსაქმურობა სიკვდილის ტოლფასია.
ულტრათანამედროვე ადამიანი ხართ, ვინც არ უშინდება წინააღმდეგობებს. ყველაფერი უჩვეულო თქვენში დიდ ინტერესს იწვევს. თქვენთვის შესაფერისია ვაშლი კარამელში, რომელსაც სხვადასხვა სანელებელი ექნება მოყრილი.
მესამე ვაშლი
საკუთარ თავს ჩვეულებრივ ადამიანად აღიქვამთ, მაგრამ გარშემო მყოფებისთვის მუდამ საინტერესო ხართ. თქვენი ოპტიმიზმი და ყველაფერში დადებითის, ლამაზის დანახვა მათში სასიამოვნო ემოციებს იწვევს. მეგობრებისთვის მუდამ გამოცანად რჩებით. მათთვის მუდამ საინტერესოა, რას აკეთებთ, რას ყიდულობთ...
მარტივად შეგიძლიათ ადამიანების დარწმუნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ არ აპირებდით მათთვის რაიმეს მიზანმიმართულად დაჯერებას. კარგი რეპუტაცია გაქვთ და თქვენს რჩევებს განსაკუთრებულად აქცევენ ყურადღებას. თქვენთვის შესაფერისი იქნება შინაურული ვაშლის ღვეზელი, - არომატული, ლამაზი და გემრიელი.
მეოთხე ვაშლი
მშვიდი და ერთგული ადამიანი ხართ. წარმატებებსაც და წარუმატებლობებსაც ფილოსოფიურად ხვდებით. საოცრად გაწონასწორებული ადამიანი ხართ, - გრძნობებში, ემოციებსა და ქცევებშიც. ხშირად მორიდებული ხართ და ცოტათი მორცხვი.
გირჩევნიათ, გარშემო მყოფებს უსმინოთ, ვიდრე თავად ილაპარაკოთ. იმდენად სანდო ადამიანი ხართ, რომ თქვენთან ერთად თავს ყველა უსაფრთხოდ გრძნობს. თქვენთვის შესაფერისია ცხელი, არომატული ვაშლის სიდრი. სასურველია, იგი თავად მოამზადოთ.
მეხუთე ვაშლი
მხიარული ადამიანი ხართ, რომელიც ნებისმიერი მოვლენიდან პოზიტივს იღებს. თქვენ არ ეძებთ თავგადასავლებს, რადგან თქვენი ყოველი დღე თავგადასავლითაა აღსავსე. კარგი გემოვნება გაქვთ, ყველაფერ საუკეთესოს - შეხედულებას, ხმას, არომატს - ირჩევთ. თქვენ აფასებთ იმას, რაც გაქვთ და ცდილობთ, ჩვეულებრივი მოვლენები (ნივთები) არაჩვეულებრივ, უნიკალურ მოვლენებად (ნივთებად) აქციოთ.
გათენებისთანავე პოზიტიურ განწყობაზე ხართ და რა უნდა მოხდეს, გუნება რომ შეგეცვალოთ?.. თქვენთვის შესაფერისია ვაშლის ცხელი, არომატული, არაჟანმოსხმული ოლადები.
მეექვსე ვაშლი
თქვენზე ამბობენ, გამჭრიახი, ცოცხალი გონება აქვსო. სწრაფად მოქმედებთ და ყველაფერზე მომენტალურად რეაგირებთ. გარშემო მყოფებში ხშირად ლაქლაქას შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ მუდამ აზრიანად ლაპარაკობთ.
მეგობრებისა და ახლობლებისთვის კარგი კომპანიონი ხართ. შეგიძლიათ რთული მომენტის იუმორით განმუხტვა, ადამიანებისთვის განწყობის ამაღლება. ერთდროულად მხიარულიც ხართ და ინტელექტუალურიც. თქვენთვის შესაფერისია ვაშლის სალათა, რომელსაც ხასხასა ფერის ხილს შეურევთ.
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-10-18, 0:06 AM | შეტყობინება # 7 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ზოდიაქოს ნიშნები დაშორებისას
ვერძი
ვერძი: გაიმეორე რაც თქვი? პარტნიორი: გშორდები! ვერძი: ხვალ, ორ საათზე, ისევ ამ ადგილას მოხვალ და მერე დავილაპარაკებთ, გაიგე?
მეორე დღე: ვერძმა დაინახა თუ არა, მკლავებში სტაცა ხელი და გასაგებად აუხსნა: აღარ დაგინახონ ჩემმა თვალებმა! შენთან ურთიერთობა აღარ მინდა, გასაგებია?
კურო
კურო განუწყვეტლივ ისმენს სენტიმენტალურ სიტყვებს, ბოლოს მობეზრდება და პირში მიახლის: მოიცა, მოიცა! რაც მე შენზე ფული და ნერვები მაქვს დახარჯული, ენა როგორ გიბრუნდება? ახლა წადი, ჰაერი ჩაყლაპე და სახლში რომ მიხვალ, დამირეკე! მე არ დამარეკინო!!!
ტყუპები
ტყუპებმა პარტნიორს შემრიგებლურად დაუქნია თავი. პარტნიორი: მოიცა, შენ რა, არ განიცდი? ტყუპები: პირველ წუთებში განვიცადე. ახლა მივხვდი, რომ თავისუფალი ვარ და ვეღარ განვიცდი.
კირჩხიბი
კირჩხიბს დაშორების მოლოდინში ისეთი სახე აქვს, თითქოს თავზე ცა ჩამოექცა: დარწმუნებული ხარ? პარტნიორი: სავსებით. კირჩხიბი: არ მინდა, მერე რამე ინანო. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნო და არ ინერვიულო. ამ სიტყვების შემდეგ ის შეყვარებულს/მეუღლეს ჩაეხუტება და წერილს გადასცემს. პარტნიორი: ეს რა არის? კირჩხიბი: სულ მეშინოდა, რომ დავშორდებოდით და ეს წერილი გულის ჯიბით დამქონდა. როდესაც ნახავ, გამიხსენე ხოლმე.
ლომი
ლომმა პარტნიორს ამრეზით გადახედა: ამ სიტყვების შემდეგ შენ ჩემი ღირსი არ ხარ! არც კი გაბედო უკან მოხედვა! ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. არასოდეს მივიღებ შენგან თხოვნა-მუდარას ან ბოდიშს. დაიმახსოვრე, მე უკვე წერტილი დავსვი!
ქალწული
ქალწულმა წარბები აზიდა და გვერდულად შეხედა პარტნიორს: ისე უგემოვნოდ გაცვია და იმდენად გამოუძინებლად გამოიყურები, კარგს რას მეტყოდი! როგორც კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რისი თქმაც გინდოდა! მაისური მაინც გაგეუთოვებინა, დაკუჭული ტანსაცმლით რომ გამომეცხადე!
სასწორი
სასწორი: შეუძლებელია! პარტნიორი: მე უკვე ყველაფერზე ვიფიქრე და ზუსტად ვიცი, რომ ასე სჯობს. სასწორი: შეუძლებელია! პარტნიორი: უნდა დავშორდეთ. სასწორი: იცი რამდენი ხანი ვფიქრობდი, დავშორებულიყავით თუ არა? პარტნიორი: მერე რას აპირებ? სასწორი: არა, ვერ გამიგე. ჯერ ვერ მოვიფიქრე, დავშორდეთ თუ არა, ამიტომ ჯერ ვერ დამშორდები!
მორიელი
მორიელი პარტნიორისკენ შეტრიალდა და საკმაოდ მშვიდი და ღიმილიანი სახით უთხრა: ჯანდაბამდე გზა გქონია. პარტნიორი: რა გაცინებს ასეთ დროს? მე ხომ დაშორებაზე გელაპარაკები? მორიელი: უცებ წარმოვიდგინე, როგორი უბედური იქნები ჩემს გარეშე და გავმხიარულდი… მოიცა, რა გატირებს, ჯანდაბაში არც ისე ცუდია.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი წინ და უკან დადის. ისმენს ლანძღვას და თან უმისამართოდ სიარულს განაგრძობს. პარტნიორი: არ შეგიძლია, ნორმალური ადამიანივით გაჩერდე და ისე მომისმინო? მშვილდოსანი: რით ვერ დაასრულე? ტუალეტში მინდა და გელოდები, როდის დაასრულებ! პარტნიორი: გშორდები! მშვილდოსანი: სულ ესაა? შემთხვევით ხომ არ იცი, არის აქ სადმე საპირპარეშო?
თხის რქა
თხის რქამ პირველივე სიტყვაზე შეაჩერა პარტნიორი და საუბარი თავად განაგრძო: ამ ბოლო დროს არ მომწონხარ. საოცრად დათრგუნული დადიხარ. ასე თუ გააგრძელებ, ჩვენი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს. პარტნიორი: მეც სწორედ ამაზე მინდოდა საუბარი. გშორდები! თხის რქა: ე.ი. ჩემს სიტყვებსაც არ იღებ და შენსას განაგრძობ?! კარგი, მაშინ როგორც გითხარი, ისე იქნება. ვშორდებით!
მერწყული
გაოგნებულმა მერწყულმა იყვირა: რას ამბობ? პარტნიორი: უნდა დავშორდეთ! მერწყული: ერთი კვირის წინ მაინც გაგეფრთხილებინე! გულნატკენი შეყვარებულების კლუბში როგორ გავწევრიანდე, როცა ფული უკვე დავხარჯე. პარტნიორი: ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი. მერწყული: ღმერთო, რა არაადამიანურად მომექეცი! სად ვიშოვო წინასწარი შესატანი?!
თევზები
თევზები მრავლისმთქმელი მზერით: ვშორდებით? პარტნიორი: საიდან მიხვდი, რომ ამაზე ვფიქრობდი? თევზები: ყველაფერი ისე კარგად იყო… შეუძლებელია, სინამდვილეში ყველაფერი კარგად ყოფილიყო… პარტნიორი: მაგრამ მე უკვე გადავიფიქრე დაშორება… თევზები: მე უკვე შევეგუე, რომ დავშორდებოდით. როგორ შეიძლება ასეთი მერყეობა?
|
|
| |
მარია | თარიღი: პარასკევი, 2015-02-13, 8:51 AM | შეტყობინება # 8 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| აირჩიეთ ფიგურა და გაიგეთ, როგორი ქალი ხართ თქვენ 1. ჭკვიანი ქალი თქვენ გსურთ, ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ იყოს. არ გიყვართ, როცა ვინმე წესრიგს, გეგმებსა და ჩანაფიქრს გირღვევთ.
2. იდეალური ქალი თქვენ პერფექციონისტი ხართ და ყოველთვის სრულყოფილებისკენ ისწრაფვით. ცდილობთ, დაიცვათ ეტიკეტის ყველა მოთხოვნა და არ ჩამორჩეთ მოდას, მაგრამ წყობილებიდან არადისციპლინურ ადამიანებს ძალიან გამოჰყავხართ.
3. ქალი-დიქტატორი გსურთ, ყველაფერი აკონტროლოთ. უდავოდ ლიდერი ხართ და მარტივად შეგიძლიათ ხელმძღვანელობა, თუმცა ქვეშევრდომთა სიყვარულს ტყუილად ელოდებით.
4. სათუთი ქალი ნაზი და კეთილი ქალი ხართ. თქვენ გვერდით ყოფნა სიამოვნებაა. შეგიძლიათ შექმნათ კომფორტული გარემო და საოცარი იდილია.
5. პრეტენზიული ქალი თქვენი ხასიათი დაახლოებით ასე შეიძლება აღიწეროს: თანახმა ხართ, საყვარელ მამაკაცს მთელი ქალაქი მოატაროთ, რომ ღამის სამ საათზე ახირებული ატამი მოგიტანოთ, ხოლო როცა ის ძლივს ნაშოვს ატამს მოგიტანს, გამოაცხადებთ, რომ ფორთოხალი გინდოდათ.
6. ჯიუტი ქალი ძალიან შრომისმოყვარე და ამასთან, ჯიუტი ხართ. ვერაფერში გადაგარწმუნებთ ადამიანი. თუ რაიმე გადაწყვიტეთ, ქვეყანა რომ გადაბრუნდეს, მაინც იმას გააკეთებთ, რაც გინდოდათ.
7. ქალი-ვარსკვლავი გამუდმებით თამაშობთ, როგორც ნამდვილი მსახიობი და აღფრთოვანებული მაყურებლის აპლოდისმენტებსაც სულ საჭიროებთ. ტკბებით საკუთარი სიტყვებითა და ქმედებებით და გარშემომყოფებისგანაც აღიარებას ელით. ვარსკვლავი ხართ.
8. მიზანდასახული ქალი მიზნის მისაღწევად შეიძლება ყველაფერზე წახვიდეთ. როცა საჭიროა, ანგელოზი ხართ და როცა გინდათ, დემონი – გააჩნია, რა შემთხვევაში როგორ ჯობია.
9. მარად ახალგაზრდა ქალი კეთილი და მგრძნობიარე ქალი ხართ, თქვენს წყენინებას ვერავინ შეძლებს. თქვენ ხომ თავის დაცვაც არ შეგიძლიათ. კარგად მაშინ ხართ, როცა გვერდით საიმედო რაინდი-დამცველი გყავთ. მარად პატარა გოგოდ დარჩებით.
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2015-06-06, 8:59 PM | შეტყობინება # 9 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ლამაზი ყელისა და ნიკაპის ელექსირი - კომპრესები ყელზე მოშვებული კანისთვის
1 ჭიქა წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი და 1 ჩაის კოვზი მარილი. გაისუფთავეთ ყელი და ბამბის ტამპონის მეშვეობით წაისვით მომზადებული ხსნარი. არ ჩამოიბანოთ. როცა ყელი გაშრება, თითების ბალიშების ნაზი დარტყმით შეიზილეთ მკვებავი კრემი. ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ გაიმეორეთ. ერთ თვეში ღაბაბიც გაქრება და ყელზე ნაოჭებიც.
ყელის მოვლა იმისათვის, რომ ყელისა და ნიკაპის მიდამოებში კანი არ მოეშვას, ჩაიტარეთ შემდეგი მარტივი პროცედურა: რამდენიმე ფენად მოკეცილი ბინტი დაასველეთ მარილწყალში (ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი) და დაიდეთ პრობლემურ ადგილებზე, ზემოდან შეიხვიეთ მშრალი ბინტით. გაიჩერეთ ნახევარი საათი. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ. ეს კომპრესი კარგად დაჭიმავს მოშვებულ კანს ყელზე. კანი შესანიშნავად რეაგირებს ზღვის მარილზე. დააკვირდით ზღვაზე დასვენების შემდეგ თქვენს ყელს და მიხვდებით, რომ ეს ნამდვილად ასეა.
და კიდევ ორი მეთოდი ყელის მოსასვლელად: მოზილეთ საფუვრიანი ცომი, გააბრტყელეთ და დაიდეთ ყელზე 30 წუთი. ეს ნიღაბი არაჩვეულებრივად ამკვრივებს კანს. გაიკეთეთ ნიღაბი დღეგამოშვებით ერთი თვის მანძილზე და ყელზე გადაჭიმული კანის ეფექტი ნახევარი წელი შეგინარჩუნდებათ. შემდეგ კვლავ გაიმეორეთ. ამ მეთოდის გამოყენება სახის კანზეც შეგიძლიათ.
ასევე, ყელზე ნაოჭებს კარგად ებრძვის კარტოფილის პიურე, რომელშიც დაუმატებთ 1 ჩაის კოვზ გლიცერინსა და 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს. პიურე გაანაწილეთ ქსოვილზე და დაიდეთ ყელზე, ზემოდან კი შემოიხვიეთ შარფი. გაიჩერეთ ეს კომპრესი 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რამდენიმე კომპრესის გაკეთების შემდეგ ყელზე ნაკეცები გაქრება.
|
|
| |
| |