მთავარირეგისტრაციაშესვლა თვალხატულა შაბათი, 2025-07-19, 5:08 PM
  პოეზიის ხუთი წუთი - Page 3 - ფორუმი მოგესალმები სტუმარი | RSS

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
პოეზიის ხუთი წუთი
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:04 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
მარიათარიღი: ოთხშაბათი, 2015-03-25, 6:26 PM | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

მაშინ, როცა ბაღში
აყვავდება ნუში,
შინდი გადაიცმევს
ტანზე ყვითელ კაბას,
სიო საიდუმლოს
ჩაგჩურჩულებს ყურში,
ფერდობს რომ აირბენს
ცელქი ყოჩივარდა.

როცა ტყეებს დაჰკრავს
ღია მწვანე ფერი,
თხილს რომ შეაჟრჟოლებს
და შეიცვლის იერს,
ტყემალს მოედება
ყვავილების ტევრი,
გამოეღვიძება წიფლის
ტოტზე მღიერს.

ვაზსაც აევსება
ცრემლით თვალის უპე,
ჩიტებს, თბილი ზეცა
გაუმძაფრებს ლოდინს,
ძვირფასი და თბილი,
მოაბიჯებს უკვე,
თან მზე მოაქვს ხელით,
გაზაფხული მოდის.

ირა ბოჭორიძე


 
მარიათარიღი: ხუთშაბათი, 2016-08-18, 4:19 AM | შეტყობინება # 32
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ყველა ადამიანს თავისი ცალი ჰყავს!
თვალებში სული ჩანს, სულში კი - ის ცალი.
იცოდე, სიცოცხლეს, იმ ცალით, აზრი აქვს!
თუ მასში შენ შენი სამყარო იცანი...

ყველა ადამიანს თავისი ცალი ჰყავს,!
ამ ცალის პოვნაა სიცოცხლის მიზანი...
გჯეროდეს ყველაფერს, ყველაფერს აზრი აქვს,
თუკი დარწმუნდები, რომ ის - ის არის...

ყველა ადამიანს თავისი ცალი ჰყავს!
სულში რომ ჩახედავ, თვალები გეტყვიან:-
"არ მინდა სხვა ვინმე, ეს გული გახელდა"
თვალები გეტყვიან, თუ როგორ გეტრფიან...

ყველა ადამიანს თავისი ცალი ჰყავს!
ნეტა მას, ვინც უკვე იპოვა ეს ცაალი...
მან უნდა იფრინოს, უნდა თქვას:-"ბედი მაქვს",
თუმც არაერთია ბედისგან შემცდარი...

ყველა ადამიანს თავისი ცალი ჰყავს!
თუ შენსას ვერ ეძებ, ნურც სხვისას იკავებ!
რადგანაც ყველაფერს თავისი აზრი აქვს,
თუ შენი არ არის, მაინც ვერ იხარებ...

ყველა ადამიანს თავისი ცალი ჰყავს!
თვალებში სული ჩანს, სულში კი - ის ცალი.
ვიცი რომ სიცოცხლეს, ამ ცალით, აზრი აქვს,
თუ მასში შენ შენი სამყარო იცანი...


 
მარიათარიღი: ხუთშაბათი, 2016-08-18, 4:24 AM | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

მე მხატვარი ვარ! ხელთ მიპყრია სიტყვის პალიტრა,
და დანგრეული იმედების ხიდებს ვამრთელებ,
დაბადებიდან ზეცამ გულში მაგრად ჩამიკრა
და თანდაყოლილ მუზებით და რითმით მახელებს...

მე მხატვარი ვარ! მინდა რუხი, თეთრად ვაქციო,
მოჟამულ ზეცას, მზის სხივებით მაინც ვანათებ,
ლომის ღრიალით, მტერს შავი დღე უნდა ვაწიო,
უფალს ვუგზავნი ლოცვად ლექსებს, ჩემს წრფელ ბარათებს...

მე მხატვარი ვარ! ცამ მიბოძა სიტყვის პალიტრა!

დალი ყარაულაშვილი


 
მარიათარიღი: ხუთშაბათი, 2016-08-18, 4:27 AM | შეტყობინება # 34
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

თბილისო! შენი წარსული,
სულში სიმღერად მეღვრება,
მგონია, მუზას მიკოცნის,
შენი ნიავის შეხება.

მთაწმინდავ! თვალს ვერ გისწორებ,
დიად სულების სავანევ,
ცას ლექსებს ისევ უმღერის,
გალაქტიონის სამარე.

თბილისო! ათასწლეულებს
მოათრევ ლოცვა-რწმენითა,
ზეცასთან მოუბარი ხარ,
დიდი მგოსნების ენითა.

მზის სხივთა კონამ მოგქარგა,
თბილი გაქვს გულის ალაგი,
საუკუნეებს გამოჰყვა,
შენი თბილ-წყლების არაკი.

თბილისო! შენთვის მოვკვდები,
ჭირში თან წამიყოლეო,
როცა ზეცის გზას გავყვები,
ჩემს სხეულს უპატრონეო.

შენი ტაძრების ზართა ხმა,
ჩემს სულს წამლობს და თილისმობს,
ჩემი ბავშვობის აკვანო!
მიყვარხარ ჩემო თბილისო!

დალი ყარაულაშვილი


 
მარიათარიღი: ორშაბათი, 2017-05-22, 6:53 PM | შეტყობინება # 35
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჩემი შვილია

მე გავაჩინე....
ჩემი შვილია...
თუ გნებავთ,
მკერდი
მომკვეთეთ ახლა.
ყოველი წუთი -
ეს იგივეა,
რაც გულში
მიჯრით
ტყვიების დახლა.
ჩემი პირმშოა,
ნაწილი - ჩემი,
ჩემი გული და
ჩემი სხეული...
ასეთიც მიყვარს,
ასეთიც მტკივა;
ქურდიც,
მეძავიც,
ლოთიც,
სნეულიც!..
მე ვათენებდი
მასთან ღამეებს,
პირველ ნაბიჯებს
მასავით ვდგამდი.
მას რომ
დაცემულს,
სისხლი სდიოდა,
ის სისხლი
გულში
მე ახლაც დამდის...
ჩემი შვილია...
ჰო, ჩემი,
ჩემი,
ახლა
თუ გნებავთ,
მომკვეთეთ მკერდი.
რომ ვჭირდებოდი,
ვერ დავეხმარე,
ვერ დავუდექი
ბეჩავი,
გვერდით...
თქვენ ვერ მიხვდებით,
რა დარდი მძიძგნის,
თქვენ ვერ გაიგებთ,
რა ხდება ჩემში...
სხვანაირია,
არავის არ გავს
და ეს სხვაობა
ჭკუიდან შემშლის.
მე ვიღიმები...
ზოგჯერ ვღიღინებ...
მან რომ არ იგრძნოს
სულის ქვითინი...
მე ახლაც მესმის
ცრემლიან ცხადში,
მისი ბავშვური
ხმა და ტიტინი.
რა ვუყოთ,
თუკი უცნაურია,
გოგოა,
მაგრამ
ჩამოჰგავს ჭაბუკს,
ნუ დაამცირებთ.
ნუ დააბიჯებთ.
ნუ აადევნებთ
ჭორების ქარბუქს...
მე გავაჩინე.
ჩემი შვილია.
მე ვაგებ
პასუხს,
მისთვის და მასზე...
და მაინც ყველამ
და მაინც ყველამ,
ილაპარაკოს
საკუთარ თავზე.
/მარიამ კოზმანიშვილი/


 
მარიათარიღი: ხუთშაბათი, 2017-06-15, 9:49 PM | შეტყობინება # 36
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

წვიმამ ფიქრები გაიხადა ამხანაგებად,
შემოჩვეული კაეშანი სტრიქონებს აწვიმს,
ვინ იცის იქნებ წლების მერე შეძლონ გაგება,
რატომ დარდობდა ბნელ ოთახში პოეტი კაცი.

გადაეფარა ცას ღრუბელი, როგორც სუდარა,
ზავი ზოლები მაგონებენ გაფრენილ მანდილს,
ზოგჯერ ხომ კაცსაც ქვეყნად მეტი არა უნდა რა,
ვიღაცის ლექსმა მის მაგივრად ამოთქვას დარდი.

ვიცი კალამი დროს არასდროს დაემონება,
ვერას დააკლებს ბოროტების თეთრი ეშვები,
მე ლექსებს ვტოვებ პოეზიის ლამპიონებად,
კაეშანის ტყვეს სიბნელეში ანუგეშებენ.

დანტე დარდიანი


 
მარიათარიღი: პარასკევი, 2017-06-16, 3:14 AM | შეტყობინება # 37
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია,
გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია,
"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი .

ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,
ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:
"იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...

ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი,
მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი"

მე კი ვაგრძელებ : მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი,
დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?
რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული,
მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა მაჩუქე გული...

მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის,
თან ჩემი ჰქვია ამავე დროს ჩემი არ არის ,
ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის
და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არავინ არის...

ცოტა ხნის შემდეგ მე ავდგები და გარეთ გავალ,
ვიყიდი ვარდებს, ახალ ნაკრეფს ისევ ნამიანს,
ნაცნობ აღმართზე სიბნელეში ნელ-ნელა ავალ
და მივადგები ამ გზის ბოლოს, ღობეს ჟანგიანს..

კარებს გავაღებ თვალს მოვავლებ სულ ბალახია,
იმ ადგილს ვეძებ სადაც ჩემი გული მარხია,
და გავჩერდები ნაძვის ძირში მე ერთ საფლავთან,
ვარდებს დავაწყობ ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან...

ხომ არ გეგონა დამავიწყდი ჩემო სიცოცხლე
ეჰ... რა უზომოდ მომენატრე ნეტა იცოდე,
დღეს იუბილის მოსალოცად ამოგიარე,
გადაგიხადე... და იმიტომ დავიგვიანე...


 
მარიათარიღი: სამშაბათი, 2017-06-20, 5:14 PM | შეტყობინება # 38
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ბედნიერებავ, შემიჩერდი ერთხელ კარებთან...
გიხილო მხოლოდ, კმაყოფილი დავრჩები ამით...
მოდი დადექი, ამ შიშველ და დაღლილ თვალებთან...
რომ აირეკლოს შენი სხივი, სულ ერთი წამით...

იქნება გიცნო, იქნებ გზაზე ამცდი შემთხვევით...
მეც რომ შემეძლოს, დავიფიცო ნანახი მყავხარ...
არ გთხოვ დარჩენას, არც გაგკიცხავ და არც გემთხევი...
უბრალოდ მინდა დავიჯერო, ოცნება არ ხარ...

ბედნიერებავ, მხოლოდ ერთხელ შემახე ხელი...
აწი რომც დარჩე, ვერ მოგიხდენ, არა მგონია...
გთხოვ დამანახე, რა სხივი გაქვს ასეთი მწველი...
ვთქვა, შენს სტუმრობას, რა ლამაზი ცრემლი ჰქონია...

ნახვად გინატრებ, მერე წადი გიცდის რამდენი...
ბედნიერებავ, სიხარულის თანაზიარო...
მხოლოდ დამლოცე, ვიდრე ბოლო იმედს განვდევნი...
რომ კიდევ შევძლო და ტკივილთან ერთად ვიარო ...

ნანა მეფარიშვილი


 
მარიათარიღი: ორშაბათი, 2017-06-26, 5:15 AM | შეტყობინება # 39
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

თქვენ ყოველ დილით სვამთ ბაგით ბადაგს
და ცისკრის სუნთქვას მკერდით ეხებით,
და მერე დიდხანს ყვავილთა ფარდაგს
სამოთხის ბაღში თელავთ ფეხებით
და მზის სხივებთან ორგიებს იწყობთ.

თქვენ ყოველ ღამით სვამთ ბადაგს ბაგით
(მზემ თქვენს კერტებზე სული დალია!)
და მთვრალი ვნების უტკბესი ბანგით
ადიხართ ტახტზე, როგორც თალია,
მთვარესთან ერთად და... ვნებებს იცხრობთ.

თქვენ ძილშიდაც კი ბაგით ბადაგს სვამთ!
და თუ ინებებთ, ჩემო ინფანტავ,
მე სადედოფლო ტახტზე გადაგსვამთ,
თმებში ჩაგაწნით ფოთლებს იფანთა,
მხოლოდ იჩქარეთ ვიდრე ეს ღამეც
და ეს სიზმარიც მიმოიფანტა.

გიო საჯაია


 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

 

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz