მთავარირეგისტრაციაშესვლა თვალხატულა შაბათი, 2025-07-19, 11:31 PM
  პოეზიის ხუთი წუთი - ფორუმი მოგესალმები სტუმარი | RSS

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
პოეზიის ხუთი წუთი
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:04 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
მარიათარიღი: პარასკევი, 2014-07-04, 6:36 PM | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

გული მუდამ გრძნობს,
რისი დროც არი...
- არ გამაგონოთ გულის გაბზარვა!..
მზე
ჩამორეკეთ,
მზე -
ოქროს ზარი! -
რომ ცა და მყარი
შესძრას ამ ზარმა!..
ადუღდეს სისხლი,
რწმენაც მომძლავრდეს,
რომ კვლავ აგვიხდენს
ღმერთი ასახდენს!
- გამოდით, ნახეთ:
- დილა მობრძანდა!
აქ -
ჩვენს მეზობლად -
უნდა დასახლდეს!..

იმედი ჯახუა


 
მარიათარიღი: პარასკევი, 2014-08-01, 8:40 PM | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
არ განმაშოროთ

ვერ განვეშორე ბავშვობის ფერებს,
სულ არ მიხდება ჭაღარა თმები...
ვერც ქალის როლი ვერ შევიფერე,
იქა ვარ ისევ, წარსულით ვთბები.

ნუ დამაძალებთ ბატონო ჩემო,
რომ შეგიყვაროთ ქალის სიდინჯით,
მე ახლაც ბავშვურ საქციელს ვჩემობ,
კვლავ სიყვარული მავსებს სიგიჟით.

დატოვეთ ჩემში ფერები ვარდის,
არ წამიშალოთ ღიმილი ბავშვის,
ნუ დამაჯერებთ, რომ წლები გადის,
რომ ჩემს ოცნებებს სიმართლე წაშლის.

სულ არ მგონია ნამდვილი– ომი.
მზერას ვარიდებ სივრცეს - ნისლიანს,
გარეთ ბიჭები ცელქობენ მგონი...
და სათამაშო თოფებს ისვიან.

მომეცით ნება მჯეროდეს მინდა,
პრინცის და მისი თეთრგულა რაშის,
ნუ განმაშორებთ, თუ რამე წმინდა,
შემორჩა ჩემში გულწრფელი ბავშვის...


 
მარიათარიღი: ოთხშაბათი, 2014-08-13, 0:07 AM | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შვილისადმი

თუმცა იღბალი იმგვარად მთარსავს,
ბევრჯერ ჩამატყდა ხელში ჭინჭილა,
ნუ გეშინია, არ წავალ არსად,...
ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.

შენ ჩემს სუყველა იარას შველი,
არა, ტკივილი არ გეურჩება
და ვგრძნობ, რომ შენი პატარა ხელით
თვითონ სიცოცხლე მებღაუჭება.

ახლა ამ ზეცას მლოცველის მსგავსად
შევყურებ რწმენით, განა იჭვითა...
ნუ გეშინია, არ წავალ არსად,
ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.


 
მარიათარიღი: ხუთშაბათი, 2014-08-21, 6:36 PM | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

მაჭარი დადუღებულა
პირს მოსდგომია ქვევრსაო.
პატრონი ქალაქს წამიღებს
მყიდველს იშოვის ბევრსაო.

ჭიქაში ჩამომასხამენ
პირველს იტყვიან ღმერთსაო.
მეორეს ოჯახს დალოცვენ
უდღეგრძელებენ ჭერსაო.

მომყვანსაც დამილოცავენ
სხვასაც იტყვიან ბევრსაო.
მშვიდობის დილა ეთენოს
ამ ჩვენ პატარა ერსაო.

პაატა ქოქიაური


 
მარიათარიღი: კვირა, 2014-08-24, 7:00 PM | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline

***

შენ ეძებ
სამყაროს მიზეზს და ხასიათს...
ანგრევ და აშენებ...
ააწყობ _ დაშლი...
რადგანაც ცხოვრება ისე და ასეა _
თითქოს სველ ქვიშაზე
თამაშობს ბავშვი...

მერე რა, თუ ტალღა
შენს მზეებს გადაშლის,
მერე რა, თუკი ზღვა ხმაურით წავიდა,
სამყაროს გაცვეთილს
სხვა გვერდზე გადაშლი...
ახალ მზეს დახატავ
ქვიშაზე თავიდან.

ცირა ბარბაქაძე


 
მარიათარიღი: კვირა, 2014-08-24, 8:55 PM | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
უკვდავი სული

მაცვია სხეული თიხა და ტალახი,
ნაზავი მიწისა, მტვრისა, თუ ქვიშისა
და ვიდრე შემქმნიდა, მას ვყავდი ნანახი,
იცოდა, რა გენის ვიყავ და ჯიშისა.

ნელ - ნელა მოხაზა ნაკვთები, და როცა,
გულს ძარღვებს უვსებდა ცრემლებით ატირდა,
ეწამე სამშობლოს ბედითო, დამლოცა,
ქართველად გძერწავო, მითხრა და დამპირდა...

რომ ამ გულს მის გარდა, ვერავინ შემიცვლის,
ჯერ ისევ უსულო სითბოთი ამავსო,
იბერის მოდგმის ხარ, ჰე, აბა შენ იცი,
მე გაძლევ ქართველის შეურყევ ძალასო.

და სადღაც შეტოკდა წამსვლელის სხეული,
ჩიტი, თუ სხვა ვინმე ცოცხალი არსება,
ჩემს თიხა სხეულში ჯერ არ შეჩვეული,
შევიდა და ნახა რაღაცა მსგავსება.

უმზერდა შემქმნელი რომ იბადებოდა
ბავშვი და სასწაულს ვერავინ ამჩნევდა,
მე ვიბადებოდი, ვიღაცა კვდებოდა
და ეს დაბადება სიცოცხლეს მაჩვევდა.

ბუნდოვან სამყაროს მზე გამოეკვეთა,
ცას გამოეკვეთა ცისფერი ფერები,
როდესაც შევხედე სხეული მეკეთა,
შიშველი სხეული და ციცქნა ხელები.

შემფუთეს, სამოსად დამჭირდა მტკაველი,
მას შემდეგ მეზრდება სხეული თიხისა,
ფეხიც კი ავიდგი, გავთელე მთა-ველი,
სამყარო რომ გაჩნდა, იქნებ ვარ იმ ხნისა.

ერთ დღესაც მივხვდები ჩემი დროც წავიდა,
ბზარები გაჩნდება თიხაზე და როცა,
გამჩენი ვიღაცას მოძერწავს თავიდან,
და მასაც ჩემსავით ცრემლებით დალოცავს.


 
მარიათარიღი: სამშაბათი, 2014-08-26, 9:29 PM | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ყაყაჩო

ჩემსავით მარტო , მოწყენით,
ჩემსავით განმარტოებით,
ციხის კედლებშიც იზრდება
წითელი ყაყაჩოები.

შორიდან ჩუმი ალერსით,
სარკმლიდან ფრთხილად
ვდარაჯობ.
ალბად ცოტა აქვს მისჯილი
ამ ჩვენი ზონის ყაყაჩოს.

სხვაობა იცით რაშია!
და განსხვავება რა არის?
პატიმარ ყაყაჩოს ზემოთ
ვეებერთელა ცა არის,

მე კი, რამდენი ხანია,
ვარამს ჩემს გულში ვინახავ.
არც მზე და არც ვარსკვლავები,
წლებია რაც არ მინახავს.

მე და ყაყაჩო ერთნი ვართ,
სიკეთისაკენ მარები.
ორივე ცოდვის შვილი და
ორივე პატიმარები...

გია ფერაძე


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-08-30, 8:19 PM | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ფერი იცვალე სულო ჩემო,
იცვალე ფერი!..
რაც გაწუხებდა, რაც გტკიოდა,
ქარს, ყველაფერი!..
გახდი მამაცი, უფრო თბილი,
უფრო მზისფერი!..
უფალმა თიხას რომ შთაბერა,
სწორედ იმფერი!


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-08-30, 10:30 PM | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ძველი სურათები

გიმზერ, მინდა გიმზირო,
თვალს მაყოლებ როგორ,
სურათიდან საუბრობს
თვალხატულა გოგო.

გაბუტული ტუჩების,
თვალთა ხილვით ვტკბები,
სიცოცხლეს შეგაყვარებს
ძველი სურათები.

წლები მიჰქრის, მიფრინავს,
ვით სანთელი ვქრებით,
მაცინებს და მატირებს
ძველი სურათები.

გარდასული დღეები,
გარდასული წლები,
მაღელვებს და სულს მიძრავს
ძველი სურათები.

გიმზერ, მინდა გიმზირო,
როგორ მენატრები,
ისევ იმ დროს მახსენებს
ძველი სურათები...


 
მარიათარიღი: ორშაბათი, 2014-09-15, 7:02 PM | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

პირველი ნაბიჯი
ყოველთვის ძნელია,
ამიტომ დედები
პატარებს შველიან.
მეც ასე მშველოდნენ...
ახლა მე გშველი და
შენს თითებს პაწიას
არ ვუშვებ ხელიდან.
დრო მოვა, უმცროსი
ხელს გამოგიწოდებს...
უმწეოს ყოველთვის
უშველე, იცოდე!


 
მარიათარიღი: ოთხშაბათი, 2014-09-17, 7:18 AM | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სარკე

სარკე გაჩვენებს მიმავალი მშვენების ღაღადს,
დაკარგულ წუთებს – საათების ქორონიკონი,
მაგრამ სტრიქონი თუ მიანდე თოვლისფერ ქაღალდს,
ცხოვრების წიგნად გაგიხდება შენი სტრიქონი.

სარკეში იგრძნობ, რომ ღარები სახეს ფარავენ
და სილამაზეც სასაფლაოს მიებარება.
ისარი გეტყვის, რომ საათში დრო შემპარავი,
მარადისობის ქვეყანაში მიიპარება.

კარგო, ვის ძალუძს ყოვლივეს დამახსოვრება?
მეხსიერებას ეფინება შავი ჩრდილები,
ქაღალდის ფურცელს თუ გაანდე შენი ცხოვრება,
დაბრუნდებიან დაკარგული შენი შვილები.

გადაგეშლება წარსულ დღთა სარკე მთლიანი,
და შიგ მრავალი რამ იქნება სარგებლიანი.


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-09-20, 6:26 AM | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დედი, მომხედე...

დედი, მომხედე, ფიქრებით დაღლილს,
ისევ შენა ხარ ჩემი ნუგეში,
თითქოს დიდი ვარ, მაგრამ უმწეო,
კვლავ ჩამიკონე შენს თბილ უბეში.

წლები გაგვირბის მარტის თოვლივით,
ეკლის გზა-სავალს ერთად გავდივართ,
თუმცა ჭაღარით წამოგეწიე,
შენი წყალობით ჯერაც ბავშვი ვარ.

შემინდე დარდი, რითაც გალიე,
ჩემზე ფიქრებში წლები სადაგი,
უძღებ შვილივით ხელისგულს მიწვავს,
გადაუხდელი შენი ამაგი.

გმადლობ, ძვირფასო, რომ დამანათლე,
ჩვენი სამშობლოს ტრფობა ნათელი,
ღმერთმა მაღირსოს მამულისათვის,
ჩამოვიღვენთო, როგორც სანთელი.

ბედის სრბოლაში, საომარ ველზე,
თან დამყოლია უსიტყვო განცდა
დედის ცრემლებში ნაბან ლოცვებით,
ნეტავ რამდენი ისარი ამცდა.

თითქოს სიბერეც სადღაც აქვეა,
წლების სიმძიმეს სულზე მაწვიმებს,
არა და არა! დედა აქ არ მყავს?
ვერ დავეხსნები ჩემს სიყმაწვილეს

მომყე ბოლომდე, მჭირდები დედი,
შენი ლოცვით და მადლით დავდივარ,
გთხოვ, ნაადრევად ნუ დამაბერებ,
შენთან ერთად ხომ დიდი ბავშვი ვარ...

ზვიად სეხნიაშვილი


 
მარიათარიღი: ოთხშაბათი, 2014-09-24, 10:06 PM | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

რომ შემეძლის ვიცხოვრებდი სოფელში და
შენს მხარდამხარ დავთიბავდი სათიბავს,
შემოდგომას შევიდგამდი კალათით და
ნალიაში ავიტანდი საზიდარს...

ორღობეში გავკიდებდი დარიანებს,
ბაღს მოვრთავდი გვირილებით-
არ გინდა?!
ვაზს დავრგავდით სახლის მარჯვნინ აივანთან,
მერე ასკილს დავკრიფავდით ბაღიდან...

რომ შემეძლოს ალიონზე ავდგებოდი,
შევუნთებდი ბუხარს ცეცხლს და
წავიდააააა....
წავიკრავდი წინსაფარს და რუდუნებით
თაფლაკვერებს მოგართმევდი სადილად....

მერე?....
მერე საღამომდე მზეს დავწნავდი,
მაჭრის სიტკბოს მოგიტანდი მარნიდან,
მეზობლის ქალს აივნიდან გავძახებდი-
- სოფლის ბოლოს მდინარე რად ადიდა?....

შენს მოსვლამდე ვიფიქრებდი წვიმიანზე,
სიმინდებიც ნეტა ხომ არ დამძიმდა,
რომ შემეძლოს ვიცხოვრებდი სოფელში და
იშვიათად გავიდოდი სახლიდან...


 
მარიათარიღი: პარასკევი, 2014-10-24, 6:20 AM | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

როცა მე გარდავიცვალე, იდგა აღდგომის სწორი,
ზღაპარში ხარი ატირდა, სახლში - შვილი და ცოლი,

შემიდგნენ არაგველები, თავის მგალობლის ცხედარს,
ფარებზე გადამაწვინეს და წამასვენეს მცხეთას.

- საით, ბიჭებო, - გავძახე...
მითხრეს: უფლისა ნებით,
იქ დიდი საქართველოა, იქ აღარავინ ვკვდებით...

მე ჩავუარე ბავშვობას, - ბურთს თამაშობდა მინდვრად,
ადგა და გამომეკიდა, ღვარღვარა ცრემლებს ღვრიდა.

გადავუფრინე ციხეებს,
მთალად საქართველოს სერებს.
- ისე იყავით, კარგებო, როგორც გხატეთ და გწერეთ...

რა კარგი იყავ, სიცოცხლევ, ვერ მოგიყირჭე ქებით,
მტრებიც კი მყავდნენ კარგები, არათუ მარტო ძმები.

მშვიდობით, ჩემო ქვეყანავ, ვეღარ გიხილავ ხვალე,
ფალავნების და მგოსნების სტუმართმოყვარე მხარევ.

სულმა დავლოცე ცოლ-შვილი და პატიებაც ვთხოვე
ჩემი ცხოვრების სიხარულთ,
ჩემს ჯვარს და სვეტიცხოველს.

როცა მე გარდავიცვალე, იქ დავიბადე მყისვე,
ჩემი გვარის და სახელის ვიღაც ატირდა ისევ.

იტირე, ჩემო პატარავ,
გამახარე და მტანჯე,
ტირილით უთხარ მადლობა ჩვენს მარადიულ გამჩენს...

შოთა ნიშნიანიძე


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

 

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz