
|
პოეზიის ხუთი წუთი
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:04 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარია | თარიღი: პარასკევი, 2014-10-24, 6:21 AM | შეტყობინება # 16 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ბევრი მყავს ბევრი მეგობარი მტერი კი ცოტა, რა მდიდარი ვარ ღმერთო ჩემო რა განძის მქონე; არ მივიწყებენ მეგობრები ვერ ვიტყვი ცოდვას მტრებს კი ისედაც ვახსოვარ ვგონებ.
სიკვდილი შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ ოჰ მეგობრები, თანამგზავრნი ჩემი ცხოვრების, სიკვდილის შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ მტრებო იცოცხლეთ, მტრებო მუდამ გემახსოვრებით.
შოთა ნიშნიანიძე
|
|
| |
მარია | თარიღი: პარასკევი, 2014-10-24, 6:27 AM | შეტყობინება # 17 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
არა მინდა რა, მილხინს თუ მიჭირს, არაფერს არ ვთხოვ ბედს ჩაციებით, ოღონდაც მომცეს მოთმენის ნიჭი, მონანიების და პატიების.
ოღონდ შემეძლოს კვლავ გაოცება და სიყვარული ღვთით ბოძებული, თუნდაც სულ ჩემი დღე და მოსწრება ვიყო ბავშვივით მოტყუებული..
|
|
| |
მარია | თარიღი: პარასკევი, 2014-10-24, 6:40 AM | შეტყობინება # 18 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| * * *
ჭალაში აპრილს ირემივით ჩაუჩოქია მოლაღურები დაგეძებენ ბიჭო - გოგია,
ო, რა ხანია, დაკარგულა შენი ღიმილი სატრფოს კაბაზე ამწყდარ ღილივით...
შენი საფლავი კი ყურღანზე, სადღაც ქერჩშია შენ კი ჩვენებურ ხვილიფებში წოლა გერჩია.
ნუთუ ღრუბელი ჯავრიანი და მოწყენილი არ დაგფენია სამარეზე მამის წვერივით.
ნუთუ საფლავზე ცხელი წვეთი არ დაგცემია ბიჭო ის წვეთი დედის ცრემლი, სატრფოს ცრემლია..
ნუთუ ღრუბელმა, გადმოსულმა საქართველოდან არ მოგიტანა სურნელება ქართულ მდელოთა?
მოლაღურივით იმ იდუმალ მარტოობიდან ბიჭო გოგია შენი სული ხომ არ მოფრინდა?
ჭალაში აპრილს თეთრ მუხლებით ჩაუჩოქია და რქებით მოაქვს გაზაფხული ბიჭო, გოგია,
მიწაც დაუხნავს, ქვამარილიც აულოკია.. მოდის ჭალებში სტვენა - სტვენით ბიჭი გოგია.
|
|
| |
მარია | თარიღი: პარასკევი, 2014-10-24, 9:53 PM | შეტყობინება # 19 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
გაიღიმეთ, ქალბატონო, გაიღიმეთ, განაბულა მოლოდინით ლელიანი, სადაცაა ალიონიც გაიღვიძებს, მზის ამოსვლას ნუ შეხვდებით სევდიანი.
გამოაღეთ ეგ სარკმელი, ქალბატონო და გაზაფხულს დაუფინეთ თქვენი თმები... ვარდობისთვე სარკმლის მიღმა არ დასტოვოთ, მოიწყენენ უთქვენობით გვირილები...
გაიღიმეთ ქალბატონო და მიხვდებით, რომ ღრუბლები მთის მწვერვალებს მიმალვიან და თუ რამემ შეგაწუხათ - ყველაფერი, ამ ცხოვრების შორეული მირაჟია...
დღეს კი, მხოლოდ ცას აჰხედეთ, ქალბატონო, გახსოვთ?.. ციდან ვარსკვლავებიც გიკრეფიათ გულში დარდის ნაკვალევიც არ დასტოვოთ, დღეს ეს დარდი - შორეული მირაჟია.
|
|
| |
მარია | თარიღი: პარასკევი, 2014-10-24, 11:43 PM | შეტყობინება # 20 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარია | თარიღი: სამშაბათი, 2014-11-04, 7:28 PM | შეტყობინება # 21 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
უნდა წამოვკრიფო სულის ნაწილები, ვიდრე ეს ქარები ღრუბლებს წამოშლიან, ვიდრე თოვლი მოვა, ვიდრე გაწვიმდება... ვიდრე შემოდგომა მზისფერ სამოსშია.
მერე მოგიყვები ამ დღეს დაწვრილებით, რაზე იცინოდა მთვარე დავერცხლილი, ფოთლებს მივუყვები: ვიდრე გაწვიმდება, უნდა წამოვკრიფო სული სარეცხივით...
ცირა ბარბაქაძე
|
|
| |
მარია | თარიღი: პარასკევი, 2014-12-05, 0:39 AM | შეტყობინება # 22 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| იავნანას ვერ მღერიან ძიძები
როგორც იქნა შეგიჩვიეს ძიძებმა, გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით. შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება, ხარ ბავშვი და ცხოვრებასთან არ სტყუი...
ჩემო კარგო, ჯერ არ იცნობ სიყალბეს და მტირალიც ცისკრის დარად ხმიანობ... რა თქმა უნდა, გულით უნდა გიყვარდეს ვინც გაგზარდა, ჩემო ხუჭუჭთმიანო...
მაგრამ მერე, როცა დიდი იქნები, თქმა არ უნდა, შენც მიხვდები, ღვთისფერო, იავნანას ვერ მღერიან ძიძები, იავნანა დედამ უნდა იმღეროს!...
ედუარდ უგულავა
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-12-27, 4:28 AM | შეტყობინება # 23 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
სანდომიანი, ღიღილოს მსგავსი, უცნობი ქალი ჰყიდიდა დარდებს, ძალზე მოხდენით და მოკრძალებით დარდს სთავაზობდა ქუჩაში გამვლელს.
დარდის გარეშე არ დარჩა არვინ, თუმცაღა, ყიდვა ყველას უმძიმდა, ალამაზებსო ადამის მოდგმას, დამაჯერებლად, მშვიდად უხსნიდა.
მას შემდეგ, ყველას, დიდს თუ პატარას, ერთგულად თან სდევს თავის დარდები, რა იქნებოდა, დარდების ნაცვლად, ქალს გაეყიდა თეთრი ვარდები...
ანი მახატლიშვილი
|
|
| |
მარია | თარიღი: ხუთშაბათი, 2015-01-01, 5:50 AM | შეტყობინება # 24 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ახალ წელს შევპირდი - არ დავღვრი ცრემლებს! მე აღარ დავწერ სევდიან ლექსებს, საქართველოში ჩამოვალ მეკვლედ, მოვეფერები მთაწმინდას, მეტეხს..
მე აღარ ვიტყვი ემიგრანტი ვარ, არც მარგალიტებს გავაბნევ ზღვაში, ჩემს ქალაქს, სოფელს მოვეფერები, ვეტყვი - ჩემია! არ გავცვლი სხვაში..
მე აღარ დავწერ სევდიან ლექსებს, გაფანტულ შვილებს სამშობლო ეძებს, ჩვენ დავბრუნდებით ყველანი მეკვლედ, არც ერთ ახალ წელს არ დავღვრით ცრემლებს!
ლელა ვაშაკიძე
|
|
| |
მარია | თარიღი: ხუთშაბათი, 2015-01-15, 6:25 AM | შეტყობინება # 25 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| თუ შეიყვარებ შენი სული არ დაბერდება
წარსულს არასდროს გაეტირო, ცრემლი შეიშრე, გთხოვ წინ იარე და გახსოვდეს, დრო არ ჩერდება, შენი ცხოვრების წუთებს ფუჭად ნუღარ დაკარგავ, მზენათელ გზაზე სიყვარული ისევ შეგხვდება,
გთხოვ წამოდექი, შეიყვარე შენი ცხოვრება, ხედავ, ცის გული, მზესთან ერთად შენ გეგებება, მზის სხივს გაჰყევი, მთის მწვერვალზე სული მოითქვი, ჩანჩქერის პირას მიმოფანტე სულის ვედრება,
მინდვრის ყვავილებს ამოუშრე, თვალებში, ცრემლი, თუ შეიყვარებ შენი სული არ დაბერდება, იმედი გულში ჩაიკარი როგორც არასდროს, უფლის წყალობით სიყვარულის დილა თენდება,
უფლება არ გაქვს სხვის უგულო მზერას ნატრობდე, სულში მალავდე, იმ სიყვარულს, რაც არ გერგება, ოცნების სხივით გამოაღე გულის კარები, სხვა ვერ გაჩუქებს, შენშივეა ბედნიერება...
|
|
| |
მარია | თარიღი: ხუთშაბათი, 2015-01-15, 6:27 AM | შეტყობინება # 26 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| მე სხვა მეტი არაფერი მაბადია
მე სხვა მეტი არაფერი მაბადია, მხოლოდ გული, ლოცვად ქმნილი სანთელი, თუ უფალმა ყველა ცოდვა მაპატია,... თუ არ დამრჩა აღსარება სათქმელი...
მე სხვა მეტი არაფერი მაბადია, ჩემი სულის გაზაფხული სხვა არი. სიმარტოვე უკვდავების აღმართია და სიჩუმე - მონატრების ტაძარი.
მამა პეტრე
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2015-01-24, 8:22 PM | შეტყობინება # 27 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
მზეს ვეფერები, მთვარეს სწყინს. მთვარეს ვუმღერი, მზე წყრება. მოდიხარ, შუქით ვივსები. მიდიხარ, დარდი მეწყება...
ღმერთო, მიხსენი, დამლოცე, მერყევი, ცრუ და ცოდვილი. მიხარე ნერგი - მადლისა, შიგ გულში ამოტოტვილი.
ამაბრიალე ცეცხლივით, რომ ალი ყველას სწვდებოდეს... მთვარეს რომ მოვეფერები, მზეს გული არა სწყდებოდეს!
მარიამ კოზმანიშვილი
|
|
| |
მარია | თარიღი: ორშაბათი, 2015-02-02, 8:17 PM | შეტყობინება # 28 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| სულ სხვა არის დედა
ამ მოწყენილ მხარეში, ისმის შფოთვა ხეთა, სევდა ჩადგა თვალებში, ახლა სად ხარ დედა.
მოდი, მომიალერსე, მახსოვს წლები მზეთა, დედის გულის ზღაპარი შემახსენე დედა.
დედი, შენი ტკივილი, სად იწყება ნეტავ, მენატრება ტირილი, შენი ცრემლიც დედა.
ამ გაყინულ მხარეში, შენი ლოცვა მდევდა, სამყარო შენს თვალებში სულ სხვა არის დედა.
მამა პეტრე
|
|
| |
მარია | თარიღი: სამშაბათი, 2015-02-03, 4:19 AM | შეტყობინება # 29 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| * * *
დღეს მთვრალი ვარ, მაპატიეთ შეცოდება ერთი, გუშინ დილით დავძმობილდით, მე და ღვინის ღმერთი!
დღემდე გულში ვაგროვებდი, ტკივილს ნაწილ - ნაწილ, დღეს კი, დღეს კი სულ დავცალე, ცრემლით სავსე ყანწი!
მერე? - მერე სიმღერ - სიმღერ, ორღობე და შუკა, მოვიარე, მომყვებოდა, ასი თვალი უკან!
და სოფელში მეზობლებს თუ მობრძანებულ სტუმრებს, საცოდავი შეშლილაო, უფიქრიათ თურმე!
რა იცოდნენ, მთვრალი ვიყავ, ოცნებით და სევდით, და გაფრენილ სიყმაწვილეს ღობე-ღობე ვსდევდი!
ჟუჟუნა შაინიძე
|
|
| |
მარია | თარიღი: ორშაბათი, 2015-02-16, 6:59 PM | შეტყობინება # 30 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ფართოდ გაუღე გული სიყვარულს
სევდა, ტკივილი მუდამ იქნება, მაგრამ იქნება სიცილიც,ლხენაც, ოღონდ ნურასდროს დაგავიწყდება, რომ მთავარია,გაგაჩნდეს რწმენა;
უსამართლობა თავს არ გვავიწყებს, მაგრამ დავჯაბნით ბოროტს სიკეთით, ოღონდ არასდროს არ დაგავიწყდეს, რომ მთავარია, გქონდეს იმედი;
შურს ნურასოდეს გაეკარები, არ მოგანიჭებს მტრობა სიხარულს. მხოლოდ ამას გთხოვ, გემუდარები, ფართოდ გაუღე გული სიყვარულს.
|
|
| |
| |