მთავარირეგისტრაციაშესვლა თვალხატულა ორშაბათი, 2025-07-21, 8:30 PM
  მენატრები... იცი, ძლიერ მენატრები - ფორუმი მოგესალმები სტუმარი | RSS

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
მენატრები... იცი, ძლიერ მენატრები
მარიათარიღი: კვირა, 2014-11-16, 11:41 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
მარიათარიღი: კვირა, 2014-11-16, 11:43 PM | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ვხედავ როგორ აცეცებ თვალებს რათა დამინახო. ვერ მხედავ?
სამაგიეროდ მე გხედავ, ყოველ წუთ და ყოველ წამს, ახლა უფრო კარგად და ნათლად.
შენ ვერ გრძნობ როგორ გეფერები, მაგრამ მე ნაზად ვეფერები შენს თავს და სახეს, შენს მხრებს და სხეულს.
შენ არ გესმის ჩემი ქვითინი, მაგრამ ჩემი ცრემლები ეწვეთება შენს მხრებს,
იმიტომ რომ შენზე ჩახუტებულს თვალიდან გადმოდინებული ცრემლები შენს მხრებზე იშლება.

მენატრები, ვიცი შენც გენატრები, მაგრამ მე უფრო მენატრები. ნუ შემეჯიბრები მონატრებაში, ვერ მაჯობებ.
მე შენი ყველაფერი მენატრება რადგან ჩემიცაა იგი.
შენ მე მეკუთვნი და სამუდამოდ დარჩები ჩემი. დრო გაჩერდა, გაჩერდა ჩემთვის.
შენი დრო მიდის არ გაჩერდება. ეს ტირიფი მომწონს ჩემთან რომ დგას.
მე მას ვასწავლი შენს მოფერებას. ისიც უარს არ მეუბნება და სიამოვნებით გააკეთებს, რადგან მის გრძელ ტოტებში ჩემი მკლავები დაინახო.

წუხელ დიდი სტუმრიანობა გვქონდა. მერჩივნა მარტო ვყოფილიყავით, მე შენ და ბავშვები...
მაგრამ ასე არ იყო, არა გული არ მწყდება, მაგრამ მე მინდოდა. განა ეს ძნელია?
ციოდა გუშინ, წვიმდა და ქარი ქროდა, აქ სულ ცივა და მაგრამ შენ მათბობ.
იცი ამას მაშინ ვგრძნობ როცა ჩემზე ფიქრობ. აღარ მცივა მაშინ. მე მოგონებად ვიქეცი,
სულ მოგონებები ვარ, გუშინდელი საღამოც მოგონებაში გადავა, ჩვეულებრივი საღამო იყო, მაგრამ რაღაც გვაკლდა, უფრო სწორედ ვიღაც და ეს ვიღაც მე ვიყავი...


P.S.
მე ვარ ტირიფი, სევდიანი და ცრემლებით მდინარე.
თუ სიო მესტუმრება ავჩურჩულდები სიყვარულზე, თუ წვიმს ცრემლებს ვღვრი მონატრებაზე,
თუ მზიანი დარია საამოდ მიყვარს ფერება.
მე აქ დავიბადე, ადამიანების სასაფლაოზე და მათზე ყველაფერი ვიცი...


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

 

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz