სიყვარულის პოეზია
|
|
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:14 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარია | თარიღი: ხუთშაბათი, 2016-08-18, 4:23 AM | შეტყობინება # 91 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
მეც ვთეთრდები და, აღარც შენ ვამჩნევ არ მიდებ ტოლს! ვერ გადავურჩით ვერცერთი ჟამთასვლის სასტიკ ტორს!!!
მონა ვარ შენი ჭაღარის, შენი ბავშვობის ტყვე, შენ საღებავით იფარავ მე ვერცხლის დამაქვს ტყე!!!
ცრემლით იგონებ ბავშვობას, დარდით მიძიძგნი გულს, მე მიყვარს შენი სიბერე! ჩემი სიბერე მძულს!!!
მაგ თვალთა შუქი მაცოცხლებს, მათი ნაღველი მკლავს! მოვძებნი მე შენ ბავშვობას, აგაჟღურტულებ კვლავ!!!!
გოჩა ხარანაული
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2017-04-01, 7:00 PM | შეტყობინება # 92 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
თურმე, შენც მოგნატრებივარ, დღეს წამჩურჩულა ნიავმა, გულს შემოერღვა ყინული, გალხვა და გაიმზიანა... ვაი, ამ მონატრებამა რა ძაან დააგვიანა...
ტარიელ ხარხელაური
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2017-04-01, 7:03 PM | შეტყობინება # 93 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ქორწილს გადავიხდით მარტში, მარტში გამომყვები, ალბათ, ასე ჭირვეული ქალი, მარტშიც ჭირვეული ჩანხარ...
საყდრის მოგუგუნე ზარებს მარტი გაუძღვება ცამდე, ცოლი გერქმევა და მარტიც სწრაფად გაავრცელებს ამბებს...
ამბებს სიყვარულის ქნარზე, დიდი მონდომებით ნათქვამს, ჯერაც ემბრიონის ხელა მარტი მონდომებით გასთქვამს...
ერთად აღმოვაჩენთ მარტის ჭრელად მოღუღუნე ეზოს, და შენ აღტაცებით დაჰკრეფ დამფრთხალ ჩიტისთვალებს, ჩემო...
ერთად გვეტკინება გული, მუხლებსისხლიანს რომ ვნახავთ, „მალე გადაგივლის, დედი“ - ეტყვი ჩვენს პატარა ქალას.
მარტი მოგვინათლავს შვილს და მარტში გათხოვდება ისიც, მარტი გაუნათებს სავალს, მარტმა ჩვენზე უკეთ იცის.
ნუშის ყვავილისგან სათუთ კაბას შეგიკერავს მარტი და შენ გამომყვები ცოლად ცოლად გამომყვები მარტში...
გიორგი ლეკიაშვილი
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2017-04-01, 7:06 PM | შეტყობინება # 94 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარია | თარიღი: სამშაბათი, 2017-07-04, 3:10 AM | შეტყობინება # 95 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ცას ნოემბერი აქვს თარიღად, ირხევა წვიმათა ფარდები, მე: "იცი, მიყვარხარ რარიგად"? შენ: "რა ვქნა? არ შემიყვარდები"!
ზვრებს ქარის ფეხის ხმა მოესმათ. ჩურჩული. შრიალი. იფნები. მე: "ერთად ვიქნებით ოდესმე"? შენ: "რა ვქნა? შენთან ვერ ვიქნები"!
მარტია, მარტის საღამოა, კვირტს ასლოკინებენ ტოტები, მე: "მალე, სულ მალე ჩამოვალ". შენ: "რა ვქნა? ვერ დაგელოდები"!
II
შენი თმის სუნი აქვთ გვირილებს, (იქნება ქვის გული მოგილბა) მე: "სამი შვილი მყავს, ირინე", შენ: "რა ვქნა? მე არ გავთხოვილვარ"
ცას ნოემბერი აქვს თარიღად, ცრემლები. პაუზა სიტყვათა, მე: "იცი მიყვარდი რარიგად"? შენ: "რა ვქნა?... - მე ახლაც მიყვარხარ"!
როი აბუსელიძე
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2017-08-13, 6:36 AM | შეტყობინება # 96 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ყველა უცნაურად შეიცვალა, გული- ჩარაზული კარებია, შენ კი ჩემიანად შეგიცანი, რადგან გვირილები გყვარებია...
ჩემთვის არ აქვს უკვე მნიშვნელობა, ვისთვის ვინ პირველი,ვინ ბოლოა, თეთრი გვირილაა ვინც მშველოდა, ის ხომ ერთგულების სიმბოლოა?...
გრძნობას თვალები შენ აუხილე და ვერ დაგშორდება ერი წამიც, როგორც კი გვირილებს გაუღიმე უკვე ჩემიანად შეგიცანი...
ვანო კორძაძე
|
|
| |