
|
სამშობლო – ჩემი ლექსის სახელი!
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:35 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:46 PM | შეტყობინება # 2 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
მე რა წამაქცევს საქართველოს მიწიდან ვიშვი, ვერ დამაჩოქებ, რა ხანია გამიქრა შიში, მე რა ჩამაქრობს წმიდანების მარგუნეს ჯიში, როს მამულში მაქვს ზეციური სინათლის ნიში.
ვერ გავჩუმდები იავნანით გაზრდილი შვილი, მე დედის ძუძუ მიწოვია თაფლივით ტკბილი, დღეს იქნებ მომკლა, მაგრამ კვირტებს ამოჰყრის ძირი და ყველა მათგანს ხვალ სიცოცხლის ექნება წილი.
მე რა წამაქცევს მიწაში მაქვს ჯანმრთელი ფესვი, ისეთი სისხლი გადამისხეს, მასკდება მყესი, სხვა ადათი მაქვს ქართველობის და სულ სხვა წესი, რას გამაჩუმებ გულს სიმღერად ამოსდის ლექსი.
ჩემო სამშობლოვ შეგიცნობენ ოდესმე, მჯერა, რა დაადუმებს შენს მონაგარს, არა და ვერა, ის ტყვია ჯერ არ მოგონილა ჩაგვიკლას რწმენა, ვინ მოჰკლავს ქართველს, გული უძგერს სამშობლოს ხელა!
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:47 PM | შეტყობინება # 3 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ხელისგულებზე წაგლეჯილი სამშობლო მტკივა, ხელისგულებზე ატკივებულ სამშობლოს ვდარდობ... საქართვლოსთვის განწირული ქართველი ტყვე ვარ, ბედისწერას რომ შეატოვეს მტრების წინ მარტო.
ამორძალი ვარ, გავიჭრები დაისრულ მთებში და თუ მომხვდური მომეწევა თმებჩაშლილ ხიზანს, ქართულ სულს მაინც ვერ ჩაკჰლავენ მომხვდურნი ჩემში, მე ცხრა ქართველი მეომარი მომაყრის მიწას.
კოლხეთის მიდრულ ღამეებში კვლავ ვებრძვი სურვილს, და სეფე ქალი მთვარის სვეტთან ძველ ლაზურს უკრავს, ვბრუნდები თქვენთან, მედეა ვარ ჯვარცმული სულით... და ცოცხალ-მკვდარი, ოქროს საწმისს გიბრუნებთ უკან.
შეშლილა მთვარე, შეიშალა ფიქრები როგორც... და საქართველოვ, მე შენს გარდა ვერაფერს ვხედავ, ვარ ლეკის მთიდან მოპარული უცნობი გოგო... მტრისგან მოკლული გულისწორის დავტირი ცხედარს.
ჩემს სამშობლოში, მიწოდებენ ჯალათნი ლტოლვილს, მომეძალება ტრაგიკულად უსიტყვო სევდა, ლილე ვარ, ლილე, უგვირგინო დედოფლის როლით, მეფე გიორგის, ერთადერთი მემკვიდრის დედა!
ვარ ნატყვიარი, ნაომარი, ჭრილობით ახლით, არ შემრჩა ძალა, გავეკიდო ქარიშხლებს მკივანს... ხელისგულებზე ნუ მეხებით, ბრძოლებით დაღლილს, ხელისგულებზე წაგლეჯილი სამშობლო მტკივა!
ქეთევან ნათელაძე
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-17, 7:18 PM | შეტყობინება # 4 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ვარძიის ამობრუნებული "პორტრეტი" და აღმოჩენილი სამშობლოს რეალობა... დაფიქრებული დაგვყურებს. დიდი ხნის სადარდელი აქვს შეყინული სახეზე. მართალია, მხოლოდ სახის ნაწილს ვხედავთ, მაგრამ ისეთი შეგრძნებაა, რომ ყველა ნაკვთი თვალსაჩინო აქვს. მხრით არის შემდგარი დიდ სიმძიმეს, როგორც ანტიკური ატლანტი.
გულიც სტკივა და თვალებიც ამოღამებული აქვს ლოდინით, ლოდინი კი უსაშველოა, ისეთი, როგორიც ვაჟა-ფშაველას მთების მოლოდინი... რომ არა მწვანე ბალახი, აქა-იქა რომ მოჩანს მის "სახეზე", სიცოცხლის ნიშანწყალი არ დაეტყობოდა. ახლა კი თითქოს ცოცხალია, წვერიც ეზრდება და მისი გულისცემაც ისმის. ამ ფოტოს, რომელსაც მართლაც ცოცხალი კაცივით უნდა შეხედო, თავისი ისტორია აქვს. მას მერე, რაც ცნობილმა სპორტსმენმა, მოკრივემ, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატმა დავით კვაჭაძემ ფოტოაპარატი აიღო ხელში და არაერთი მაღალმხატვრული ფოტო გადაიღო, მის ობიექტივში ეს "პეიზაჟიც" მოხვდა, უფრო სწორად, პორტრეტი, იმიტომ რომ ენა ვერ მოგიბრუნდება, ამ ემოციით სავსე სახეს სხვაგვარი სახელი მიუსადაგო.
ფოტო ვარძიაშია გადაღებული, ქართველთა საამაყო ისტორიულ ძეგლზე. არაერთ სხვა ფოტოს შორის ამ ერთს განსხვავებულად შეხედა ავტორმა, არა ისე, როგორც ბუნება სთავაზობდა, არამედ ამობრუნებულად. აქ ცა მიწადაა ქცეული და მიწა - ცად. ვარძიის უკვდავ სულს, ქართულ ატლანტს სამშობლოს მიწის მთელი სიმძიმე და საკრალურობამდე მისული ისტორია უტვირთავს. ქედუხრელად შესდგომია და "ამაგრებს", რომ ისევ იდგეს საქართველო, ისევ დაგვყურებდეს ზემოდან მისი ზეციური ნაწილი...
ამ დროს ჩვენ ათას ფუსფუსში ვართ ჩართული: უმრავლესობას მიწა და სახნავ-სათესი მიტოვებული აქვს და სიღატაკეს ქალაქში გამოჰქცევია, სადაც მაინც სიღატაკეში უწევს ყოფნა... ზოგი მომხვეჭელია და ღამე არ სძინავს იმის ფიქრით, კიდევ რა მოიხვეჭოს და რა მიიტაცოს, ზოგი - პესიმისტი, ზოგი - უუნარო და ზოგიც ფარხმალდაყრილი... კიდევ კარგი, სხვანაირი ადამიანებიც სახლობენ თანამედროვე საქართველოში: მიწასთან მებრძოლები და ალალი ლუკმის მჭამელები, მართალი სიტყვის მთქმელები და საქმის მკეთებლები... თვითონ დავით კვაჭაძეც ასეთია... და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გასაჭირი ადგას, მაინც ინარჩუნებს დიდსულოვნებას. ამიტომაც "გაეხსნა" ვარძიის უკვდავი სული, ამიტომაც დაენახა... მან კი ეს დიდებული წამი დააფიქსირა. ზოგჯერ ცოტა უფრო მეტი უნდა დავინახოთ, თუ საჭიროა, "ამოვაბრუნოთ" კიდეც რეალობა და განსხვავებულად აღმოვაჩინოთ სამშობლო, რომელიც ამ ვარძიის უკვდავი სულივით დგას და მოთმინებით ელის... ელის დაუსრულებლად...
ლელა ჯიყაშვილი
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 7:47 PM | შეტყობინება # 5 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
თუკი კახეთში არ სვი მანავი, ქართლში ურმული თუ არ გსმენია, თუ არ მოგხიბლა იმერეთის ცამ და ან სვანეთის კლდეთა გენიამ...
თუ აჭარაში არ გყავს ძმაკაცი, გურიის მთებში თუ არ გივლია, არ გიტირია სამეგრელოში, ბროწეულები როცა ტირიან...
თუ თბილისელი ქალების ეშხმა გული ბოლომდე არ გადახია, მაშინ ყოფილხარ საქართველოში და საქართველო არ გინახია.
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2015-05-30, 1:09 AM | შეტყობინება # 6 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარია | თარიღი: ხუთშაბათი, 2015-10-15, 2:31 AM | შეტყობინება # 7 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| მე დამესიზმრა...
წვიმდა და აღარ გადაიდარა, ძვლივს მიაღწია სულმა ხატამდი, მე დამესიზმრა – ვიყავ ნიკალა და ფუნჯით ქართულ ზეცას ვხატავდი.
როცა სიცოცხლე ასე ტკბილია, ვინ გაიმეტა ქართლი ესოდენ, მე დამესიზმრა – ვიყავ ილია და წიწამურთან ტყვიას მესროდნენ.
ვარ ყველა დროის თანამედროვე, ფიქრით მივცურავდი ნატვრის ყურემდი, მე დამესიზმრა – ვიყავ თევდორე და ყიზილბაშებს თავგზას ვურევდი.
დაფიქრებული მოდის რიონი, ცა იმერეთის მხიბლავს ტილოთი, მესიზმრა – ვიყავ გალაკტიონი და თვითმკვლელობას ჩემსას ვცდილობდი.
ვერ გამოვიცან სოფლის იგავი, ბეთლემის მხრიდან ქრისტეს მოსვლამდი, მე დამესიზმრა – ბერი ვიყავი და სინას მთიდან მამულს ვლოცავდი.
რამდენი ლექსი დამრჩა უთქმელი მოჰქუხს არაგვად ტალღა სტრიქონთა, მე დამესიზმრა – ვიყავ რუსთველი და სამშობლოდან ცრემლი მიმქონდა.
იორის პირას ცეცხლი მინთია, დღე იმზირება ატმის ჩეროდან, მე დამესიზმრა – ვიყავ მინდია და ჩემი სიბრძნის არვის სჯეროდა.
ვიდრე შემოვა მწუხრი ღამისა, ჩემო ხატებავ, ჩემო ლერწამო, მომეცი თაფლი, მხრებზედ წავისვა და ცოტნესავით შენთვის ვეწამო!…
ლევან ფანჩვიძე
|
|
| |
მარია | თარიღი: ორშაბათი, 2016-01-25, 5:51 AM | შეტყობინება # 8 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
მტკაველი რაა, ერთი მტკაველი, მტკაველიც არსად დაუტოვია - დაუთოვია ირგვლივ მთა-ველი, მთლად საქართველო დაუთოვია.... წკრიალებს გული! ჭრიალებს თოვლი ბუხრებმა კვამლი ლაჟვარდს მოჰფინეს: ხარ-ირმებს ჰგვანან ბუხრები შორით, სერზე შემდგრებს და რქადატოტვილებს... და პირველ თოვლში პირველი ციგა პირველ გუნდებთან ბრძოლით მოცურავს... გამოდით გარეთ, გამოდით გარეთ, თოვლი მოსულა! თოვლი მოსულა! მტკაველი რაა, ერთი მტკაველი, მტკაველიც არსად დაუტოვია - დაუთოვია ირგვლივ მთა-ველი, მთლად საქართველო დაუთოვია....
|
|
| |
მარია | თარიღი: ხუთშაბათი, 2016-08-18, 4:30 AM | შეტყობინება # 9 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ჩვენ მოვდიოდით! · ჩვენ მოვდიოდით ხმლების ხიდქვეშ, ცეცხლით ნაწრთობი, ჩვენ არა გვქონდა დრო ლხინისა და დრო, გართობის, ჩვენ მოვდიოდით ცალ ხელში ხმლით, ცალ ხელში გუთნით, ვინათლებოდით, ჩანჩქერებში, ციური შუქით. ჩვენ ერთი გვქონდა ქვეყანაზე, ფიციც და რწმენაც, ჩვენ მამულისთვის გაგვაჩინა მაღალმა ზენამ. ღალატისათვის? შვილებს კლავდნენ ჩვენი დედები, ლამაზ სიმღერად ვთავდებოდით, როგორც გედები და მერე ისევ, სიმღერებში ვიბადებოდით, დაკოდილები, ხმლით და ტყვიით, ფეხზე ვდგებოდით, ჩვენ ! უკვდავების წვიმა გვბანდა ყველა ჭრილობას და ვამაყობდით, ცად აწვდილი მთების შვილობას. გული?! სამშობლოს სიყვარულში, საფერფლედ გვექცა, არწივის ფრთებით დავიცავით ზურმუხტი ზეცა. ჩვენი სიცოცხლე, განგებამ და ღმერთმა ინება, ჩვენს წყაროებში, უ კ ვ დ ა ვ ე ბ ა მოედინება ! ! !
დალი ყარაულაშვილი
|
|
| |
მარია | თარიღი: ხუთშაბათი, 2016-08-18, 4:31 AM | შეტყობინება # 10 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარია | თარიღი: ხუთშაბათი, 2016-08-18, 4:35 AM | შეტყობინება # 11 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ” ჰეი, თქვენ, არაგველებო!”
” ჰეი, თქვენ არაგველებო! გაუმაძღარნო ომითა!” არ დაიღალეთ საფლავში ბრძოლის გარეშე წოლითა?!
აღსდექით! მიგლიჯ-მოგლიჯეთ, მტერი, ლომური ტორითა, აღსდექით! იქნებ მოგვზილოთ თქვენი სისხლით და ცომითა.
აღსდექით! სისხლი ძარღვებში, კვლავ მაჭარივით ადუღდეს, გაჯეჯილებულ მტრის გულში, ბოღმა და შიში დაგუბდეს,
”ჰეი! თქვენ არაგველებო”, დალეწეთ კუბოს ფიცარი, საღრეოდ გაშლილ სუფრაზე, მოდით და წიხლი გვიკარით,
ლოყაში გაგვილაწუნეთ, დავკლათ წითელი მამალი, ეგებ შელოცვამ გვიშველოს, გვერდით დაგიდგეთ ამალით,
ეგება გამოგვაფხიზლოს, თქვენი თვალების ბრიალმა, და იქნებ იმ ჭირს მივაგნოთ, ასე რომ გაგვატიალა.
აღსდექით! შემოგვიძახეთ, თორემ გაჩეხეს მუხნარი,, აღსდექით! ქართველს ჩაუქრეს, თბილი კერა და ბუხარი.
”ჰეი, თქვენ, არაგველებო!” დალეწეთ კუბოს ფიცრები, ვერ ხედავთ?! მგელთა ლეკვები, თქვენი სისხლისგან ვიცლებით,
აღსდექით! გადაარჩინეთ, შეშლილ შვილების გონება, მამლუქებივით გვყიდიან, უცხო ბაზრებზე მონებად,
ფრთებით, მიწაზე მილურსმეს, ის ჩვენი, დედა არწივი, თვალთგან ცრემლი ვერ ადინეს, თავის ტკივილზე არ ჩივის,
შვილების ბედი აწუხებს, დაჩეკა, დააფრთიანა, ყვავების ჭკუაზე მოექცნენ, ჰკორტნიან დედის იარას.
” ჰეი, თქვენ, არაგველებო!”, ამოანგრიეთ საფლავი, თავზარიო დავცეთ მტერ-დუშმანს, დავაყრევინოთ ნაწლავი.
ქართულ სისხლისგან დაშრიტეს, თაობა შვილთა-შვილების, მათ ლამაზ სულში შერეკეს, გენის მწოველი რწყილები,
სურთ ვაზის გადაჯიშება, ქცევა უჯიშო ვენახად, კაცები ქალთა სამოსში, ნეტა, ჩემს თვალს არ ენახა,
ქალი, ქალს ჰყვარობს, კაცი კი, გრძნობით კაცს ჩაჰხუტებია, იქნებ ქვეყანა მეშლება, ეს საქართველოს მთებია?
ვაიმე, არაგველებო! მიწას ხორცებად გვაჭრიან და ჩვენს ჯიშიან ულაყებს, ფაფარს, სკალპებად აცლინ,
შაგრენის ტყავად ქცეული, სამშობლო ფეხქვეშ გვეცლება, ცრემლი, დარდი და ტკივილი, ხორხში ბურთივით მეჩრება.
ვაიმე, როგორ მომრავლდა, ლეშის მძებნელი ტურები, ვაიმე, სირცხვილ-ნაჭამი, სისხლით გავავსეთ ჭურები.
მე მარტო რას მოვერევი, შემოგვსევიან ყორნები, ჩვენს ლაჩრობაზე აგორდა, გულის ამრევი ჭორები,
”ჰეი, თქვენ, არაგველებო! გაუმაძღარნო ომითა,” არ დაიღალეთ საფლავში ბრძოლის გარეშე წოლითა?!
სისხლი მიმხმარი თქვენს ხმალზე, იქნებ ჯერაც არ გამშრალა, არც პირი დაჩლუნგებიათ, არც ბრძოლის ჟინით დამშვრალან,
სამასი გულის ძგერით და სამასი გულის ძახილით, დასჭექეთ! გამოაფხიზლეთ, თქვენი გვარ-ტომის ნახირი.
ამოანგრიეთ საფლავი, მიწა გახეთქეთ ორადა, რომ ვერ აქციონ არწივნი, უჯიშო ყვავთა მონადა,
ეგება, სული შეგვიძრას, თქვენი თვალების ბრიალმა, და გაგვახსენოს ვინა ვართ, თქვენი დროშების ფრიალმა.
გადაავიწყდათ ურდოებს, ფაფარაშლილი ლომები?! აღარც დავითი არ ახსოვთ, არც სისხლისმღვრელი ომები?!
არც გორგასალი აშინებთ კავკასიონზე ნავალი?! არაგველებო! მე ვიცი, გულმავიწყობის წამალი.
ზარი გვჭირდება ციური, წინაპართ სულთა მჯარავი, გადააფარეთ ქვეყანას თქვენი ფარ-ხმალის კარავი,
გავხდეთ, მტრისა და ორგულის, მომკვეთელი და მცელავი, შიში გაუჯდეთ ძვალ-რბილში, რომ ვერ შეგვეხოს ვერავინ
და თუ სიმრავლით გვაჯობეს, მტერმა მოგვსპო და გვიხელა და თუ წინაპართ აღდგომამ, ვეღარაფერი გვიშველა,
დაე იდინოს მდინარედ, სისხლმა, სანამ არ დაშრება, ხმლების ჟღარუნში შეწირულთ, არ შეგვრაცხავენ ლაჩრებად
და ჰეი, არაგველებო! დალეწეთ კუბოს ფიცრები, ჩვენს უკვდავებას ვმღერივართ, ვიყავით! ვართ და ვიქნებით!
დაე, სიკვდილი ვირჩიოთ, თვითმკვლელ არწივთა სადარი, წავალთ და მოგვიკითხავენ....” სხვა საქართველო სად არის?!”
დალი ყარაულაშვილი
|
|
| |
| |