მთავარირეგისტრაციაშესვლა თვალხატულა კვირა, 2025-07-20, 6:26 AM
  ემიგრანტი - ფორუმი მოგესალმები სტუმარი | RSS

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ემიგრანტი
მარიათარიღი: ხუთშაბათი, 2014-07-31, 8:25 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-08-30, 8:29 PM | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

არასოდეს დამიწერია არაფერი, სხვის წასაკითხად. თუმცა მას მერე, რაც თქვენი საიტი ვნახე, რაღაც მასალებს გადავხედე და ისიც აღმოვაჩინე, რომ შეიძლება, სხვებმაც გაგიზიარონ თავიანთი გამოცდილება თუ აზრები, გამოჩნდა სურვილი, ჩემი ამბავი დამეწერა და სხვებსაც წაეკითხათ. ყველა მშობელს, ვისაც საკუთარი შვილის ბედი აღელვებს.

ადრე გავთხოვდი. მიყვარდა... ან მეგონა, რომ მიყვარდა, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ანის დაბადებიდან ორი წელიც არ გვიცხოვრია ერთად - მან სხვა ქალი გაიჩინა და იოლად დამტოვა. მეც თითქოს იოლად შევეგუე ამ ამბავს და ალბათ იმავე ახალგაზრდობის გამო, არც ოჯახის დანგრევის შედეგებზე მიფიქრია ბევრი. არ მიბრძოლია ქმრის დასაბრუნებლად, ოჯახის შესანარჩუნებლად.

როგორც კი მარტო დავრჩი, ასევე იოლად გადავწყვიტე, რომ სამუშაოდ საბერძნეთში წავსულიყავი, მეგობართან. დაქალებიც მიჩიჩინებდნენ - წადი, გულსაც გადააყოლებ, იქნებ პირადი ცხოვრებაც აიწყოო და ა.შ. ჩემი სამი წლის ანი დედას დავუტოვე - მანაც მირჩია, შვილის მომავლისთვისაც ასე აჯობებს, მე რაღას ვაკეთებ, ბავშვს გაგიზრდიო. გარშემო ჩემნაირი იმდენი იყო, ყველამ იოლად აღიქვა ეს სინამდვილეში უსაშინლესი ფაქტი - დედა მიდის და პაწაწინა ბავშვს ტოვებს... ახლა ვფიქრობ მხოლოდ, რომ ეს მართლა საშინელებაა. ვერანაირი ფული და მატერიალური უზრუნველყოფა ვერ შეუცვლის ბავშვს ყველაზე მთავარს, რასაც დედის სითბო ჰქვია და ვერ შეუვსებს ამ დანაკლისს...

თითქმის წელიწად-ნახევარი ვიყავი წასული. პირადი ცხოვრება არ ამიწყვია, ფული დავაგროვე, პატარა ბინა ვიყიდე და გავაქირავე - მუდმივი შემოსავლისთვის. მერე ბავშვი ძალიან მომენატრა, იქაურ გარემოსაც ადვილად ვერ შევეგუე და დავბრუნდი.

როგორც დედა მარწმუნებდა, ბავშვი არ დარდობდა, მშვენივრად გაჩერდა ბებიასთან და არც გამოხატავდა არაფერს. თუმცა... სინამდვილეში სხვაგვარად ყოფილა - არ გამოხატავდა, მაგრამ ძალიან დარდობდა, ჩუმად, გულში. მერე და მერე, როცა საზარელი პრობლემა დაგვატყდა თავს, გაიხსენა დედაჩემმა, რომ 3-4 წლის ანი ხშირად ჯდებოდა ფანჯარასთან და მოწყენილი გასცქეროდა შორეთს. რომ ჰკითხავდა ბებო, რას აკეთებო, პასუხობდა: დედას ველოდებიო...

ახლაც მეტირება, ამას რომ ვწერ.
თბილისში დაბრუნებიდან სულ მალე, რამდენიმე თვეში ანი ცუდად გახდა - მოულოდნელად გონება დაკარგა. გვეგონა, კრუნჩხვა დაემართა... სასწრაფომ ბავშვთა საავადმყოფოში გადაგვიყვანა, იქ კი აღმოაჩინეს, რომ ჩემს შვილს დიაბეტი გასჩენოდა – სტრესებისა და ემოციების ფონზე. თან ისეთი ფორმა, რომელსაც არასდროს არაფერი ეშველება... აბსოლუტურად დაუმორჩილებელი და უმართავი ფორმის დაავადება შეეყარა, ხან ზევით უვარდება შაქრის დონე, ხან – ქვემოთ, ხან მხედველობა უსუსტდება, ხან წნევები აწუხებს ამ პატარას – ახლა 11 წლის არის... მუდმივი წამლების, ნემსების, ექიმების გარემოში ვცხოვრობთ, ისიც, მეც და ბებოც...
მინდა სხვა დედებსაც ვუთხრა, მეტი იფიქრონ საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ხშირად, ბავშვის მომავალზე ფიქრში მისი აწმყო გვავიწყდება, გვავიწყდება, რომ მას ყველაზე მეტად დედისა და მამის სითბო უნდა, მეტს არაფერს ითხოვს. ეს თუ არ აქვს, არც ფუფუნება უნდა და არც უზრუნველყოფა... არც ჯანმრთელობა...

ნინო ლ. 30 წლის


 
მარიათარიღი: სამშაბათი, 2014-11-04, 6:56 AM | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

მე მოვალ, რადგან უშენობას ვერ ვარქმევ სახელს,
როდესაც სუნთქვა შეეკვრება უმზეო რითმას.
შენი შეხვედრა ამატირებს ტკივილის მნახველს,
უსამშობლობა არ გტკიოდეს, ნეტავი ვინ სთქვა.

მე მოვალ, როცა გაზაფხული ნუშებში ჩაგწნავს,
ვიდრე სიშორე გამიქარვებს შენეულ სურნელს,
ვგრძნობ, ამ შეხვედრის დიდი სითბო უთუოდ დამწვავს,
სველი თვალებით ჩამოგიტან ოცნებებს ულევს.

ჩამოვაკითხავ ჩემს ბავშვობას, ნაცნობ ორღობეს,
ყველას ვუამბობ აღსარებად, რაც უნდა მეთქვა,
სულ საბოლოო ამოსუნთქვის წამიც რომ მქონდეს,
იმ უკანასკნელს ხელისგულით მოვიტან შენთან.

ჩვენი შეხვედრის წარმოდგენაც სისხლძარღვებს მიწვავს,
როს შენს ნაჩუქარ ფრთებს ბავშვური სილაღით გავშლი,
გადავუქროლებ მონატრებულ ზეცას და მიწას
და უშენობით განვლილ წარსულს უკვალოდ წავშლი.


 
მარიათარიღი: ორშაბათი, 2014-11-10, 8:05 AM | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

როცა უცხოეთის გზაზე მაცილებდი,
ნეტა რას ფიქრობდი დედი...
გულში ჩურჩულებდი, ღმერთო,
დალოცეო ყველა ემიგრანტის ბედი.

თვალი ამარიდე, ცრემლებს მიმალავდი,
ჯავრი არ გაჰყვესო გზაში,
სახლში შებრუნებულს გული ამოგიჯდა,
ცრემლი დაგიგუბდა თვალში.

ვაი სიბერეო, ჯერ არ მომეწიო,
შვილი ემიგრანტი მყავსო,
თუკი მეღირსება მისი დაბრურნება,
დარდი აღარაფრის მაქვსო.

წლები გადიოდა, დედა ბერდებოდა,
შვილის მოლოდინი ჰკლავდა,
ღამე ძილის წინ რომ სიზმრად მინატრებდა,
გული ევსებოდა დარდად.

ზარი ტელეფონის სუნთქვას უჩერებდა,
ძალას უკვეთავდა მუხლში,
შიშით პასუხობდა,ʺ ხომ მშვიდობააო,
მინდა ჩაგიკრაო გულშიʺ.

ʺდედა მოხუცდაოʺ, არვინ გამიბედოთ,
დედა ახალგაზრდა მახსოვს,
შუბლზე ნაოჭები ღარად გასჩენია,
ჩემთან სიშორეს რომ დარდობს.

მე კი მოლოდინში წლები გამელია,
ტყვილა რად შევპირდე, რისთვის,
რადგან კალენდარზე ჩემთვის უცნობია
სახლში დაბრუნების რიცხვი...


 
მარიათარიღი: ოთხშაბათი, 2015-06-17, 8:13 PM | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
. . .

ასე მგონია, - ვეღარასდროს ვილაპარაკებ,
დაფლეთილ მაჯის გაწყვეტილი მტკივა ძარღვები
და გულს, მრავალჯერ ტკივილისგან ფეთქვა შეწყვეტილს,
ცრემლი მისველებს.....დავიჩოქე...ვეღარ ავდექი...

ასე მგონია, დუმილს უკვე ვერ მოვერევი,
ჯარი მომადგა ფიქრების და ტკივილის ერთად....
თვალი დავხუჭე, რომ ნათელი ვეძიო ბნელში...
მუხლდაჩოქილმა ვისაუბრო მინდა მე- ღმერთთან!...

დაკაწრული აქვს ჩემს სამშობლოს გული დაღლილი...
ჩუმი ბღავილი...განწირული...მომდის ხორხიდან....
ქართული მიწა ჩავიხუტე შიშველ ხელებით,
სუნთქვა უჭირდა....უცხო ჰაერი ვეღარ ჰყოფნიდა!...

ალბათ აგტკივდა, საქართველოვ, გულზე ნაგლეჯი
ის ერთი მუჭა შავი მიწა, ცრემლით ნაჟღენთი-
უცხო მხარეში ბალიშის ქვეშ გადამალული.....?!
ყოველ ღამეში მონატრებით ჩუმად ნაფერი....?!....

მე დავაშავე....მან დააშავა...შენ დააშავე...
მართალი არის,- მშობელი დედა ჩვენვე გავძარცვეთ
და დიდ ოჯახად ყოფნის სურვილს მონატრებული
ჩვენ დავასუსტეთ...გზისკენ ყურებით,- მოლოდინში, ჩვენვე დავღალეთ!...

ჩემო სამშობლოვ, შეგპირდები,- დაგიბრუნდებით!
გულზე ანაგლეჯ ერთ მუჭა მიწას უკან მოგიტანთ!....
ახლა შორიდან გეფერები,- სულდანაკაწრი,
ცრემლებით სავსე, ტკივილიან ფიქრთა ხროვიდან!...

ასე მგონია, ვეღარასდროს ვილაპარაკებ....
შენს მტკივან გულთან დაჩოქება, ლოცვა მომინდა!!!!!....

ანასტასია შიშინაშვილი


 
მარიათარიღი: ორშაბათი, 2015-06-22, 5:11 PM | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჩვენ ვართ ის ემიგრანტები.......

,ჩვენ ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ, გამოგვაძევეს, სამშობლოს კარი ისე მოგვიჯახუნეს ზურგს უკან, რომ ტკივლისგან ხერხემალი გაგვიმრუდდა...
ჩვენ დახუჭული თვალებით გამოვედით სახლებიდან და წლების მერეც გვეშინია გახელის, გვეშინია იმ სიბნელის დანახვის, რომელშიც გადმოვსახლდით და გვეშინია იმ მანძილის დანახვის რომელიც სამშობლოსთან გვაშორებს...
ჩვენ ვართ უვადო პატიმრები, რომლებიც სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის ვიხდით... ჩვენ ვცხოვრობთ საკანში რომელსაც ფანჯარა არ აქვს და ისიც არ ვიცით მზე რომელი მხრიდან ამოდის... ჩვენ ვცხოვრობთ ჭაობისგან აგებულ ოთხ კედელში და სუნთქვა გვიჭირს ისეთი ნესტია ცრემლების...
აქ დროც გაჩერებულია...
თქვენ, რომლებიც უკვე გასამართლებულებს სასამართლოს გვიწყობთ, იცით რას ნიშნავს, როცა სამშობლოსკენ ზურგშექცევით მდგარს უკან მიხედვის ძალა არ გაქვს, გული ყელში გებჯინება და ისე გწვავს, რომ სულიც კი გეცლება და ცარიელ სხეულში გაფურთხებს.
როცა თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ჰაერს ღრმად ისუნთქავ და ამოსუნთქვის გეშინია, გინდა რომ სამშობლოს უკანასკნელი ჰაერი ფილტვებში ჩაგრჩეს...
იცით რას ნიშნავს, როცა ყველა წერტილში, შენი წასვლით აცრემლებული თვალები გებლანდება და სიარულს გირევს... იქცევი იმის იმედით, რომ ჩამორჩები, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა ჩამტვრეულია, უნდა ადგე, ადგე და არ ჩამორჩე... წასვლა არ გინდა, მაგრამ უნდა წახვიდე...
იცით რას ნიშნავს როცა 5 წლის შვილს მძინარეს ემშვიდობები... აკანკალებული ტუჩებით კოცნი შუბლზე და გინდა ეს წამი დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს, რადგან იცი, რომ როცა დაბრუნდები ის უკვე დაბოხებული ხმით დაგხვდება, თითქმის უკვე შენს სიმაღლე და დედის კალთაში ჩაჯდომა გაუტყდება...
ჩვენ ვართ ისინი, რომლებიც სიცოცხლეშივე დავიხოცეთ, ვსუნთქვთ მაგრამ არ ვარსებობთ, ჩვენ ვართ ისინი ვინც სიცოცხლეშივე ვნახეთ ჯოჯოხეთი, და მაინც ჯიუტად რწმენით ველოდებით როდის დადგება ჩვენი აღდგომა...
ჩვენი ღიმილის დანახვისას გამოტანილი თქვენი დასკვნები ისეთივე მარაზმია, როგორც თქვენი შეხედულებები ჩვენზე... თვალებში ჩაგვხედეთ და მთელ ტრაგედიას დაინახავთ ჩვენი ღიმილის უკან...
ჩვენ ვართ ის ემიგრანტები, რომლის მხრებზეც დგას დღეს მთელი საქართველო...
ჩვენ ვართ ის უსახელო გმირები, რომლებიც ორდენებს არ ვითხოვთ...
ჩვენ ვართ ის ჯარისკაცები, რომლებიც უიარაღოდ ვიბრძვით და მაინც ზურგში გვესვრიან...
და სანამ ქვას გვესროდეთ ჯერ ჩვენი ეკლიანი აღმართები აიარეთ..."


 
მარიათარიღი: პარასკევი, 2015-07-24, 9:16 PM | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე ემიგრანტი დედის შვილი ვარ.....

მე ემიგრანტი დედის შვილი ვარ,
არ შემომკადროთ ვინმემ ზედმეტი,
ნუ გამიბედავთ სიტყვას ირიბად,
თვალში თუ ვინმეს გეზედმეტებით.

მამამ გამზარდა, დედის მაგივრად
არ დაუკლია სითბო, ალერსი,
ჩვენ მონატრების ტკივილს გავდივართ,
დედის თბილი ხმა ძილში ჩაგვესმის.

"კაი ბიჭობას" ვერვინ მასწავლის,
სიტყვა-პასუხი არ შემეშლება,
მე დედის ნაშრომს როცა ვეხები,
თვალწინ დაღლილი სახე მეშლება.

იცით? რამდენჯერ მონატრებისგან
ძილში დედის ხმა ყურს ჩამსმენია,
გამოღვიძებულს საწოლის თავთან
მისი თვალები მომლანდებია.

ეს ტკივილია, სულის ტკივილი,
მასთან ექიმიც კი უძლურია,
შვილის გარეშე დედის სიცოცხლე
ცრემლიანი და დატანჯულია.

ბავშვი დამტოვა, დღეს კაცი მქვია,
შავ წვერ-ულვაში მიმშვენებს სახეს,
დამიბრუნდება ადრე თუ გვიან,
ბავშვივით მიმღერს ათასჯერ ნამღერს.

მე ემიგრანტი დედის შვილი ვარ,
მრავალჯერ მითქვამს და დღესაც ვიტყვი,
ნუ გამაგონებთ აუგს დედებზე,
ნუ დამისერავთ გულს მწარე სიტყვით.

დედის ნაშრომით ოჯახის რჩენა
გულში ფიქრადაც არ გამივლია,
ადვილად, შურით ნუ შემომხედავთ,
ვისაც ჩემი გზა არ გაგივლიათ.

მინდა შევავსო ღვინით სასმისი,
ემიგრანტ ქალის ბედი დავლოცო,
გზა გაუნათოს უფლის განგებამ,
შინ დაბრუნების გზა დაულოცოს.

მარინა ყიფიანი


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

 

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz