
|
სიყვარულის პოეზია
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:14 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარია | თარიღი: პარასკევი, 2014-08-15, 8:46 PM | შეტყობინება # 16 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
როგორ აუტანლად მენატრები... როგორ გაუძლებლად მყვარებიხარ! საწერ მაგიდაზე ქაღალდები. სადღაც ორი სიტყვით დამცდენიხარ.
მაინც აღარ ვიცი რა ვინატრო. რაღაც სიყვარულში ვერ ვივარგე... წიგნში ჩადებული სანიშნივით სადღაც შუა გვერდზე დავიკარგე...
გარეთ წვიმაა და სამხილს აქრობს... (ქვებზე სველდებიან ქაღალდები) როგორ გაუძლებლად მყვარებიხარ... როგორ აუტანლად მენატრები!
|
|
| |
მარია | თარიღი: პარასკევი, 2014-08-15, 11:59 PM | შეტყობინება # 17 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
უშენობა მაწვიმს და გულში მაინც დარია, მზეო გამოანათე, წვიმას გადუდარია, შეგთხოვ არ გამიცივდეს, თვით ყვავილთ სადარია, სიყვარული აწვიმდეს, ღვთისშობელო მარიამ.
თუკი მთვარემ გამწირა, ღამის პატარძალია, შენ ხომ მყავხარ ამ ქვეყნად მენატრები ძალიან.
ლამაზ ფიქრად ნაღვენთი, გრძნობა გულმა დალია, ალიონზე მზის სხივი, შენი ნასიზმრალია, თვალს ცდუნებად ადნები, ცისარტყელის დარია, გამიღიმებ და ვხვდები, წვიმას გადუდარია.
თუკი მთვარემ გამწირა, ღამის პატარძალია, შენ ხომ მყავხარ ამ ქვეყნად მენატრები ძალიან...
აჩიკო ჯოჯიშვილი
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-08-16, 0:10 AM | შეტყობინება # 18 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ლამაზი დილის მეპატრონევ, დილაზე ლამაზო ქალბატონო! არ გინდათ, რითმაზე გაბრაზებულს, მეც გყავდეთ მოსავლელ-საპატრონო?
არც ყავას მოვითხოვ ალიონზე, არც ჩაის არა ვსვამ უთენია. მეც ვატყობ, მაგ თვალებს, სადილაოს, ჩემსავით უკუნი უთევია!
ტრაბახი მომინდა, უპატრონო! დილაზე ლამაზო ქალბატონო! რომ თქვენ, ცის ნამზე შეყვარებულს - მეც გყავართ ლექსივით საპატრონო.
კოტე კაკიტაძე
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-08-16, 0:13 AM | შეტყობინება # 19 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ქარი როგორ გაშიშვლებს, აგაწყვიტა ღილები... აგიწეწა თმები და გაგიტაცა იებად, ახლა მინდა აგიხდეს, ყველა დანაპირები, როგორც ბედნიერების თეთრი შურისძიება...
ყველა კარი ღიაა, ცარიელი სახლებით, ყველა სითბო გაცივდა, როგორც ცხელი დინება, არ უხდება შეხვედრებს, გაცვეთილი ახლები, როგორც ზღვასთან სიჩუმეს მეცხრე განქორწინება...
ქარი როგორ გაბეზრებს უთავბოლო ხეტიალს, შენ კი როგორ უხდები, მოლოდინის სადგურებს, ვეჭვიანობ, რომ გკოცნის ქარი შარახვეტია, მოდი, შემომისახლდი, სანამ გამანადგურე...
პეტრე კოლხი
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-08-16, 0:19 AM | შეტყობინება # 20 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ქალბატონო გაზაფხულო!
ქალბატონო გაზაფხულო, რა უეცრად დამშორდი?! მაშინ, როცა საზაფხულოდ ვარდზე ცის ნამს ვაშრობდი.
ქალბატონო გაზაფხულო, მენატრები ძალიან, არც ღრუბლიდან იჭყიტები, არც წვიმისთვის გცალია.
მოდი, ერთხელ კიდევ მოდი, მადლობელი ვიქნები, ცისარტყელით მომიხატე ბავშვის წრფელი ფიქრები.
მტრედების გუნდს გამადევნე, მაპოვნინე პეპლები, შენ არ იცი, როგორ ვევნე, როგორ ვღვარე ცრემლები.
დამავიწყე სულში ბასრი ხანჯლის წვერის ტრიალი, დამახვიე შენებურად ლექსის ორომტრიალი.
შემასკუპე უდარდელად ჩვენი ბლის კენწეროზე, მაკრეფინე საპოვნელა ჩემი სოფლის მდელოზე.
გამიტაცე ოცნებებში, მომატარე სამოთხე, მინდა სულში შენი სუნთქვის ოხშივარით ჩამოცხეს.
მინდა ისე გადამრიო, ცეცხლით ისე დამდაგო, რომ ბაგენი შენი ცხელი სუნთქვით დავიბადაგო.
ჩემო კარგო ქალბატონო, ბედს ჯერაც ვერ ვეწიე, ნუ დამტოვებ უპატრონოდ, ერთხელ კიდევ მეწვიე!
რუსუდან გოგბერაშვილი
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-08-16, 0:23 AM | შეტყობინება # 21 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
დილამშვიდობის, ქალბატონო, დილამშვიდობის! სარკმელს გახედეთ, აწყდებიან უხვად ჩიტები, რომელიც შენთან შემოიფრენს სუროს მარცვლებით, ის გულყვითელა, ონავარი ჩიტი ვიქნები...
თმებს აგიწეწავ, ღამენათევ სიზმრებს გაგტაცებ, გულისპირს ფრთებით აგიჩქროლებ ბუსუსებდაყრილს, მზეს შემოგიტან და ნისკარტით ავკენკავ სხეულს, როგორც ცდუნებას, სატყუარას ერდოზე დაყრილს.
გაგეღიმება,უსაფუძვლო მიზეზთა გამო, დაჭიმულ სხეულს მოგიდუნებს ურცხვი ფიქრები, დალოშნილ ღამეს არ უჩვენებ სარკეს, შეგრცხვება, ხალათს მოიცვამ უნებურად და გაწითლდები...
ღია ფანჯრიდან გაზაფხულის ისმის კივილი, ერთმანეთს ბუმბულს უპენტავენ ხეზე ჩიტები, დავიტვირთები ათასფერად ცისარტყელებით და ყოველ დილით შენს ოთახში შემოვფრინდები..
ცისფერი ნისლი აიტაცა სიომ სიცილით, სხეულზე ,როგორც პენუარი შემოგახვია.. ცელქი ბავშვივით ციმციმებენ ახლა თვალები, რომელმაც შენი სიყვარული შემომაფრქვია..
დილამშვიდობის, ქალბატონო, დილამშვიდობის, სარკმელს გახედეთ, აწყდებიან უხვად ჩიტები, რომელიც შენთან შემოიფრენს სუროს მარცვლებით , ის გულყვითელა, ონავარი ჩიტი ვიქნები...
ბადიშ ხურსილი
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-08-16, 0:38 AM | შეტყობინება # 22 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო გაიშალე ოქროსფერი თმები, გენატრება ზამბახების სიფაქიზე, გენატრება ზამბახების ფერი...
ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს, მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს.
არ დამტოვო გევედრები არ დამტოვო სინანურლი აგიცრემლებს თვალებს მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო ვერ გავუძლებ მარტოობის წამებს.
ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს, მარტოხელა მარტოსულო ქალბატონო ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს.
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-08-16, 0:41 AM | შეტყობინება # 23 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ხომ არ გაწუხებთ,ქალბატონო!
ხომ არ გაწუხებთ, ქალბატონო, ჩემი არია, რა მოხდა, თუკი, მონატრებამ დილა არია! რა მოხდა, თუკი, ცოტა აშლილ აკორდებს ვიღებ და თუ გიტარა, კი არ მღერის დიდ სევდას ითმენს... ხომ არ გაწუხებთ, ქალბატონო, ჩემი არია, რა მოხდა, თუკი, მონატრებამ დილა არია! რა მოხდა, თუკი სიყვარული კვლავ სიზმარია, რა მოხდა, მზე ხომ კვლავ ამოდის– დღე აბარია! ნუ შეგაწუხებთ, ქალბატონო, ჩემი არია, იქნება თქვენც ვერ დაიძინეთ– დასანანია... ო, მომიტევეთ, ქალბატონო ჩემი არია, თუ უნებურად სულს გიკაწრავთ და თქვენც აგრიათ!
ლიკა ყიფშიძე
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-08-16, 0:44 AM | შეტყობინება # 24 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| მე მარტში შეგშლით, ქალბატონო!
ხელი დარია სევდამ აპრილებს და მიიცვალა, გულზე-იებით. ახლა, მაისიც წვიმებს აპირებს, იასამანზე შურისძიებით.
გუშინ ივლისებს აუტყდათ ტრფობა, დღეს ჯვარს იწერენ, საქმროა ქარი... აგვისტომ, მზისგან ისწავლა თრობა. ჰა, მოაბიჯებს, შარია, შარი.
ენკენს მტევანმა თავი დაჰკიდა. ისევ კეკლუცობს, მორცხვობს რატომღაც. ნაძარცვი ფოთლით - ბებერ ჭადრიდან, დღეს ოქტომბერმა სატრფოს აკოცა.
ნოემბრის წვიმამ იავდრა სულში, ღრუბელი ჰკიდებს ვერცხლისფერ მძივებს. დეკემბერს ტრფობა შეჰყრია გულში, გითვალიერებს მხრებსა და წვივებს.
იანვარს სუსხმა იმატა, ვთვრები, დღეს შენმა მზერამ თოვლზე გამცვალა. ხვალ - ზეგ თებერვლის გრიგალებს ვხვდებით, ვხვდებით ერთად და მაინც ცალ - ცალად.
კარზე მარტია, იმედის მარტი. და ჰა, ძვირფასო ჩემზე მეტი შენა ხარ ჩემში. დღეს გახსნილია გრძნობების კარტი, მე მარტში შეგშლით ქალბატონო, მე, მარტში შეგშლით.
ხელი დარია სევდამ, აპრილებს და მიიცვალა, გულზე იებით. ახლა, მაისიც წვიმას აპირებს, იასამანზე შურისძიებით.
მ. ქიტაშვილი
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 6:17 PM | შეტყობინება # 25 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
დღეს უეცრად დასცხო წვიმა, ჩემს თვალებსაც მოსწყდა ცრემლი. გული ისევ ძლიერ მტკივა, გული ვერ იქნება გრდემლი. ტკივილებით გატანჯული ისევ ვებრძვი თეთრ ღამეებს... თმები ლერწმით გადაწნული ქარში ჰკოცნის შენს ბაგეებს.
სული ჩემი – გაფატრული კვლავ იგონებს იმ ნაზ დღეებს...
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 6:27 PM | შეტყობინება # 26 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
წვიმა დაგაცრის სიყვარულს, ქარი თმებს გრძნობით აგიწეწს, ღიმილზე ღიმილს დაგადნობ, ლამაზ ალერსს თუ მაღირსებ...
ნატვრას ფერებად დავშლი და თვალებს გაგივსებ ფერებით, გრძნობას გრძნობაზე გაგიფენ და ნაზად მოგეფერები.
შენ ჩემო ცისფერთვალება, ოცნების მტრედო გულისა. ჩემს გულში ჩამშენებელო! ლამაზი სიყვარულისა!
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 7:33 PM | შეტყობინება # 27 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| რომ მოხვიდოდე...
რომ მოხვიდოდე, თვალებზე ხელს ამაფარებდე, ვიცნობ, შევიგრძნობ საყვარელი ხელების სითბოს, ჩვენი შეხვედრა გაზაფხულსაც გაახარებდა, მანაც იცის რომ გელოდები და შენზე ვფიქრობ.
მაშინ სულ სხვაფრად გათენდება მაისის დილა, მონატრებულ გულს დაედები წყლულზე მალამოდ, შენთან შეხვედრის მოლოდინი მაცოცხლებს, იცი? თორემ ეს გული დაჭრილია უიარაღოდ.
ვიცი გავა დრო, მომაკითხავ ალბათ როდესღაც, და დასასრულიც უეჭველად ექნება ლოდინს, მაგრამ მე მინდა ახლა გნახო, სანამ ვანთივარ, სანამ ჩავქრები, გამახარე და ახლა მოდი.
მოდი, გაბედე, შემომხვიე ისევ ხელები, მე ისევ გელი ისე, როგორც ამ წლების წინათ, შენს მონატრებას დასდებია ფერი ნოემბრის, ნუ გამიმეტებ დამიზამთრდეს უშენოდ მტირალს.
წლები გარბიან, მემატება სადარდებელიც, განა დავბერდი, მონატრებამ წლები გალია, თმა თუ გათეთრდა, და გამიჩნდა თვალთან ღარები, იცოდე კარგო, ესეც მხოლოდ შენი ბრალია.
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 7:53 PM | შეტყობინება # 28 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| გინდა მოხვიდე...
გინდა მოხვიდე, მაგრამ უკვე არ შეგიძლია, ცხოვრების ფურცელს ხელმეორედ ვეღარ გადაშლი. არადა გახსოვს დანანებით გეუბნებოდი, დრო ოხერია, არდანდობით ბევრ რამეს წაშლის.
ხოდა წაშლილი სიყვარულის კვალიღა მოსჩანს, დრო რომ სევდებად სამყაროში უტყვად არიგებს. მე გეძახოდი ჩუმად, თუმცა ბევრჯერ და ხშირად, შენ კი არაფრით ეს ძახილი ყურად არ იღე.
ახლა კი ვდგავართ აქეთ-იქეთ, გზა არ მოგვიჩანს, შუაში დიდი უფსკრულია პირდაღებული და იქ სულს ღაფავს სიყვარული – ოდესღაც დიდი, ჩემგან და შენგან, ნატანჯი და გაწამებული.
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 8:00 PM | შეტყობინება # 29 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
როგორ შეეჩვია სისხლი დამორცხვებას.... ღამეს დავეხსენი რაღაც აშარებით, ვიცი ბედისკვერი სადაც გამოცხვება, ცხენი, ცხენი მინდა ქარის ავშარებით.
დარდი გამილოთდა, ცრემლებს მაზიარა და დრომ გადაჰკარგა სული სულ სხვა მხარეს, მთები დაუტორავთ ქარებს ავზნიანად ბილიკს დაბოღმილი ზვავი დაჰხარხარებს.
წუთიც არ გვქონია ნებით ასარჩევად, არის უშენობა დაკვრა ქეიბურის... ჩემი ლექსებიდან განა რა დარჩება... მხოლოდ სურნელება ერთი ხმელი პურის.
ხმელი წიფელივით მთელეს ქარიშხლებმა, დავრჩი არწივების ობოლ მართვესავით, ცხენი, ცხენი მინდა სანამ წაიშლება სული, ჭიუხების სიღრმით ნათესავი.
ამბორს მოგიტან და... თვალებს, - შენით სავსეს, მარტი თეთრ ყაბალახს ახვევს ბებერ შინდებს, იცი, დასაბამით როგორ მეძვირფასე... ქარებს დავემგზავრე, აღარ შეგეშინდეს.
გზა თუ ამებნევა ზამთრის დანაგდები, შაშვი მომასწავლის შემოქილიკებით... მარტის ალიონზე სავალს დავადგები შენ რომ მომიხვედი, ე, იმ ბილიკებით.
მოვალ... დავიწყებულ სულის სახელდებად დამხვდი... გაზაფხულის გზებით და შარებით... ვიდრე არყოფნისკენ ჩრდილი დაგრძელდება... ცხენი, ცხენი მინდა ქარის ავშარებით!
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 9:05 PM | შეტყობინება # 30 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| მოდი..
მოდი წყურვილი მოგაკვლევინო, მოდი აგივსო ხედვა იმედით, მოდი, მოგიყვე მონატრებიდან მოთმინებამდე როგორ მივედი.
მოდი, განახო მთაზე თოვლი და მთის ფერდზე ია, როგორც ღიმილი. მოდი, ჩამოგსვა და დაგასვენო მოდი თაიგულს გიწნავ გვირილის.
მოდი ზამთარი ჩამოგაბერტყო და ჩემი სუნთქვა გადაგაფარო, მოდი მომანდე ხელისგულები ერთად შევერწყათ მოდი სამყაროს...
მოდი, ნაზამთრალ თითებს გაგითბობ მზეზე გაგიფენ ყველა ტკივილებს, მე ხომ ამდენ ხანს თმენით გელოდი შენც წამოჰყევი ჩემსკენ ბილიკებს.
ადექი, გული გადამელია, არ შეისვენო არცერთ წამს გზაში, მოდი, ღიმილი შემოგაგებო, მოდი, გეძახი, მოდი და დარჩი!!
|
|
| |
| |