
|
სიყვარულის პოეზია
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:14 PM | შეტყობინება # 1 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 9:38 PM | შეტყობინება # 31 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| დამაგვიანდა სიყვარულთან
დამაგვიანდა, სიყვარულთან დამაგვიანდა, გამინაწყენდა, გამებუტა აჰყვა ქარაფებს, იქნებ აებნა ბილიკები, იქნებ ატირდა, იქნებ სხვა ნახა, ჩემი თავი აღარ ადარდებს.
დამაგვიანდა ვერ ვიპოვე დროზე ნიღაბი, ათასგვარ ხერხებს ვერ გავუგე გემო საცდური, დამაგვიანდა, ჩემს თავთანაც დამაგვიანდა, დამაგვიანდა ვერ გავხადე გრძნობა მაცდური.
მეგონა ასე იქნებოდი უფრო ამაყი, შენი ფრთების ქვეშ შეყუჟული ვიფრენდი ცაში, დამაგვიანდა, ვერ გამოვდექ შენი ჯავშანი, ქარს აყოლილი ვერ დავაბი უბელო რაში.
დამაგვიანდა, იქნებ შენაც დაიგვიანე, იქნებ, დრო დროში დაიკარგა ველად გაჭრილი, დამაგვიანდა, უშენობაც დამაგვიანდა, მე ისევ ის ვარ, შენ ისევე ჩემი აჩრდილი.
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 9:52 PM | შეტყობინება # 32 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ინანებ...
ინანებ, ერთ დღეს უჩემობას მართლა ინანებ! მოგენატრები! დამიჯერე მწარედ იდარდებ... ერთ დღეს შეგიპყრობს უჩემობის ძლიერი სენი, აღარ გიშველის იმის თქმა, რომ შენა ხარ ბრძენი!
ინანებ, ალბათ, იმ მძიმე წუთს, როცა დამკარგე, ხელი გამიშვი და ეს ბედიც თავად განკარგე, გახსოვს? შენს გულში ჩემი გულიც ძგერდა აქამდე, სიცოცხლე არა! შენ ცხოვრების აზრი დაკარგე!
ინანებ იმ დროს, რომ მიყვარდი თავდავიწყებით, არ მოგასვენებს ფიქრი, დარდი, წარსულის ხმები... დაგესიზმრები, რომ სიყვარულს კვლავაც მპირდები, გაგეღვიძება და მე შენთან აღარ ვიქნები.
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 10:16 PM | შეტყობინება # 33 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| მივდივარ...
მივდივარ... შენს სულში ვერ ვნახე ადგილი. ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ, მერწმუნე, ეს წასვლა, არ არის ადვილი, გიტოვებ ჩემს გულს და... უგულოდ მივდივარ!
შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები, გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე, წასვლისას ერთხელაც მომხვიე ხელები. ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.
მეგონა, სულ მცირე სინანულს მომცემდი. მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ, შენ ხომ მე ყოველთვის ასე მაოცებდი, ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ...
არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა, მივათრევ სიცოცხლეს დროებით ნათხოვარს, ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნი და, ჩათვალე, გზად შეხვდი გრძნობების მათხოვარს.
მათხოვარს, თუმც არა ღირსებაწართმეულს, გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი, გიტოვებ ღამეებს, საშენოდ გათეულს, და ასე უძილო, თუ სადმე დავეცი...
ჯანდაბას, ერთხელაც ამეწვას მუხლები, ვალი მაქვს ამქვეყნად, ღმერთის და გამჩენის, მიმყვება გრძნობები, ასე ხელუხლები, მივდივარ... სურვილი მიმყვება დარჩენის.
ცერებზე ვიწევი, გულზე რომ გაკოცო, იქ, სადაც საჩემო ადგილი ვერ ვნახე, წასვლისას ალალად მინდა რომ დაგლოცო, ნამდვილი გრძნობებით დღეგრძელი მენახე.
მომისწრო საღამომ, ისედაც ბინდი ვარ, დრო ისე აჩქარდა წამებსაც ვერ უთვლის, გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ, იქ, უკვე შენ სახლობ და შენვე გეკუთვნის.
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 10:50 PM | შეტყობინება # 34 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
მე შენ მიყვარხარო... ჩუმად ჩაგჩურჩულე, შენ კი ამიხლართე გზები, ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე ჭირსაც წაუღია სხვები...
მე შენ მიყვარხარო... ზეცას დავაწერე შენზე შევღაღადე უფალს, გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე, შენი სიყვარული ღუპავს...
მე შენ მიყვარხარო... ხელებს გიკოცნიდი, შენთან სიახლოვე მსურდა, სხვებიც მეტრფიანო, ასე მპასუხობდი, პასუხიც ასეთი უნდა...
მე შენ მიყვარდი – თქო.... ამას მოგაძახებ გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს... ვერცხლი რომც მაძლიონ, მაინც არ მივიღებ, გული შეგეჩვია ოქროს...
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-08-24, 10:54 PM | შეტყობინება # 35 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ერთი ცხოვრება რას ეყოფა სიყვარულს ამდენს, ნუ მოდუნდები, ხვალ ვინ იცის აღარც გათენდეს... მე მინდა ჩვენი არსებობა სიგიჟეს ჰგავდეს და შენი სუნთქვა, ჩემს სუნთქვასთან ღამეს ათევდეს...
მაღლა ასწიეთ, უფრო მაღლა ზეცის ქულები, ერთი სიცოცხლე რას ეყოფა გიჟმაჟ აპრილებს, რა მომადუნებს, თუკი სადღაც შენ მეგულები, ეს სიყვარული ხვალ სიკვდილსაც გამიადვილებს...
|
|
| |
მარია | თარიღი: ორშაბათი, 2014-08-25, 8:33 PM | შეტყობინება # 36 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
როკავს, როკავს, როკავს... ძეწნა, ძეწნა, ძეწნა... ნოტებ - ნოტებ ტოტებს, ურევს, ურევს, ურევს! ბაგე - ბაგეს უცებ ისე შემოეწნა... როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.
ტოკავს, ტოკავს, ტოკავს... გახვითქული ტანი! ისე ნება - ნება ეუფლება ვნება... და-და, და-და, დანით და-და, და-და, დანით ასე მოხდა ჩვენი გადალებანება.
ფეთქვა - ფეთქვა - ფეთქვით აღმა-დაღმა დადის! სისხლძარღვებში სისხლის აღარ არის ტევა! არის მხოლოდ ღამე ლურჯი მარმალადის შენს დალალებს მიღმა მტევან - მტევან - მტევან...
გადაჰკიდებ კისერს როცა ბოლო-ბოლო და მოიდებ ყელზე აკივლებულ ალმურს, დაასრულებს ქარი უკანასკნელ სოლოს, უაღრესად ველურს, უაღრესად ქალურს.
და ქალივით როკავს ძეწნა, ძეწნა, ძეწნა ნოტებ- ნოტებ ტოტებს ურევს, ურევს, ურევს... ბაგე - ბაგეს უცებ, ისე შემოეწნა როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს.
გიორგი თავართქილაძე
|
|
| |
მარია | თარიღი: ოთხშაბათი, 2014-09-17, 8:02 PM | შეტყობინება # 37 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ქალი თუ ბედმა სათაყვანო კერპად გახადა, შეყვარებულებს ეჩვენებათ ქალი ნახატად.
ქალსა და ნახატს საერთო აქვთ ერთი თვისება: უნდა მრავალჯერ შეიცვალო ჭვრეტის მანძილი, რომ უფრო სწორად შეაფასო მათი ღირსება და უფრო იგრძნო სილამაზე მათში განცდილი.
|
|
| |
მარია | თარიღი: შაბათი, 2014-09-20, 4:50 AM | შეტყობინება # 38 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ვხვდები
ღიმილს უსასრულოდ ვარიგებ, კოცნას გამოვატან ნიავს, იქნებ სიზმრებამდე მოგისწრო, მგონი, ჯერ არ არის გვიან....
შენი მარტოობა მაშინებს, ჩემსას შევეგუე, მგონი, ოოოხ, ეს შემოდგომა მიტყუებს ვნებამორეული მზერით....
მახარბებს ფერებში ოქროსფერს, ძარღვებში მოდენის მაჭარს, ქვევრს ხეთქს, დალოცვილო ეს გული მარტო დაიდუღეებს ბადაგს?..
ტკბილი ნოემბრის დაღვინება კოცნას გამოატანს ნიავს, შენი მარტოობა მაშინებს, თუმცა ჯერ არ არის გვიან...
ფოთოლცვენასავით აგწეწავ, გაგხვევ შემოდგომის მზეში, ღიმილს – დავარიგებ უსასრულოდ, შენში დავიზამთრებ! ვხვდები...
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-09-21, 9:56 PM | შეტყობინება # 39 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| მიყვარხარ
მიყვარხარ, ჩემთვის და ფარულად, იქ, სადღაც შიგნით და უძიროდ, სიყვითლე კვლავ შემოპარულა, მაგიჟებს თვალები უძილო...
მიყვარხარ, და რაღაც მახარებს, გიხდება ოქტომბრის იერი. მორცხვობ და თვალები დახარე, განცდა ხარ, უცხო და ძლიერი...
მიყვარხარ, ძალიან, ძალიან, იებად, ნუშებად, კვირტებად... ეს ცოდვა სულ შენი ბრალია, რომელიც არაფერს მპირდება.
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-09-28, 2:08 AM | შეტყობინება # 40 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ვეღარ გავიგე შენ ხარ შეშლილი, თუ შლეგიანი მაწვალებს მუზა. ხან ცისკარივით გაირინდები, ხან კი,მიწაში ჩაუშვებ ღუზას.
ზოგჯერ, ქარიშხალს ფეხდაფეხ დასდევ, ზოგჯერ კი, ნიავს მოჰყვები ფრთხილად. და ხშირად ვფიქრობ, დავაშავე თუ საჩუქარი ხარ, რომ მერგე წილად.
აქა - იქ ფერად მაშხალებს ისვრი, მერე კი,დენთის სუნი ტრიალებს და უცაბედად თუკი აალდი, შენივე ცეცხლით გამატიალებ.
ვეღარ გავიგე შენ ხარ შეშლილი, თუ შლეგიანი მაწვალებს მუზა, ზოგჯერ მგონია, მტერი ვარ ჩემი, და საკუთარ თავს სასწაულს ვუზამ.
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-09-28, 2:44 AM | შეტყობინება # 41 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ჩემი მონტრება ალბთ გვიანია, ლექსში ვერ ეტევა რითმა- ნაფერები, გრძნობა გულში როცა მარტის თვიანია, ტყემლის ყვავილივით ქარში დაფეთდები.
შენმა თმის სურნელმა როგორ მიმატოვა, სხვასთან რომ შემორჩა მცირე გაბუტვებად, როცა გამიხსენებ, ვიცი ვეღარ მოვალ, მაგრამ ყვავილობა ისევ დაბრუნდება.
გიჟი გაზფხული ქარებს შემოჰყვება და შენც ტყემლებივით თეთრად აფეთქდები, მარტი ჩემს მაგივრად მკლავებს შემოგხვევს და აი, სწორედ მაშინ მართლა დაფეთდები…
ვანო კორძაძე
|
|
| |
მარია | თარიღი: კვირა, 2014-09-28, 9:29 PM | შეტყობინება # 42 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| გვირილების ღიმილი
წყაროზე გნახე, ვიფიქრე, წყაროს შენ თავად სჯობიხარ, ველზე გნახე და იქ კიდევ, მთლად სიოსავით მოჰქრიხარ... გნახე და გული გამითბა, თმას რომ იმკობდი გვირილით... ბოლოსდაბოლოს, ქალი ხარ, თუ გვირილების ღიმილი?!..
ბადრი სულაძე
|
|
| |
მარია | თარიღი: ორშაბათი, 2014-09-29, 7:43 AM | შეტყობინება # 43 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
გიგონებ, დარდნი ქრებიან, ნათელ ფერებით ვივსები, და სულში აყვავდებიან ცისფერი ოაზისები.
მოგიგონებ და მცირდება წლები, რომლებმაც დამღალა, სახეს ნაოჭი სცილდება, მიფერმკრთალდება ჭაღარა.
მოგიგონებ და... ვვოცდები იმ სანეტარო ჩვენებით, ჩემი ბავშვური ოცნების რაინდად მომეჩვენები.
მოგიგონებ და... ღმერთს ვუხმობ, იქნებ მიშველოს ლოცვებმა და დამიბრუნოს ის უხმო, აუხდენელი ოცნება.
მოგიგონებ და... ვინ იცის, გული შედრკება მედგარი – და მერე, ჩუმად ვიცინი, რაღა დროს ჩემი ეგ არი?
დაგივიწყებ და... ის მორცხვი, გული საოცრად ცივდება, მოგიგონებ და... სიცოცხლის სხივები აციმციმდება.
ვაი, რა სწრაფად აცივდა, დღეო, რა მალე მოკლდები, მოგიგონებ და... არც მინდა, დაგივიწყებ და... მოვკვდები...
დოდო აბაშიძე
|
|
| |
მარია | თარიღი: სამშაბათი, 2014-09-30, 7:06 PM | შეტყობინება # 44 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
მკერდზე მიგიხუტებ, თეთრი ყვავილივით ფრთხილად, შავი თვალებიდან ცრემლებს ამოგაცლი თითით, წამო, წვიმის წვეთი ავიყვანოთ შვილად, სახლი ავაშენოთ ცაში ან ცის იქით..
მერე რა იქნება, ღმერთმა უწყოდეს და ახლა, სანამ წვიმაა და ისევ არი ღამე, ციდან ან ცის იქიდან ჩამობრძანდი დაბლა, თორემ უშენობით მართლა დავიღალე!
|
|
| |
მარია | თარიღი: პარასკევი, 2014-10-03, 2:18 AM | შეტყობინება # 45 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
სტატუსი: Offline
| ***
ლამაზი სული ლამაზ სხეულში დასაბამიდან ძგერს, ლამაზი გრძნობა, თუნდ სევდიანი, მარადიულად ძლებს.
დუმილის ნიჭი, ნიჭი სიჩუმის არ გააჩნია ბევრს. შენს სიჩუმეში ნაწრთობი გრძნობა გამამხნევებდა მეც.
ხომ შეგამჩნიე, არც დამიჯერებ, დღეს შეგამჩნიე, დღეს.... და თუ აგყვება შენ ჩემი გული, ბრალს ვერ დამდებენ მე.
დუმილის ნიჭი, ნიჭი ჩუმი წვის არ გააჩნია ბევრს, - ხვალ თუ არ მოხვალ რამის სათქმელად, ვეღარ დაგიცდი ზეგ.
მოდი, მითხარი რაც გაქვს სათქმელი, ნუღარ დაუცდი სხვებს.... დუმილის ნიჭი, ნიჭი სიჩუმის მეც, გამაჩნია მეც!
|
|
| |
| |