მთავარირეგისტრაციაშესვლა თვალხატულა ორშაბათი, 2025-07-21, 10:58 AM
  სიყვარულის პოეზია - Page 6 - ფორუმი მოგესალმები სტუმარი | RSS

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
სიყვარულის პოეზია
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:14 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
მარიათარიღი: ორშაბათი, 2015-03-09, 3:08 AM | შეტყობინება # 76
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
წვიმა

მახსოვს, მოგყვებოდი ქოლგით,
ჩემი სიყვარულის წილად,
მე რომ შერიგებას გთხოვდი,
თავს არ განებებდა წვიმაც...

განა, ვაებით და შფოთით,
თავზე გევლებოდა მშვიდად,
მახსოვს, მოგყვებოდი ქოლგით,
თანაც შევნატროდი წვიმას...

ბადრი სულაძე


 
მარიათარიღი: ორშაბათი, 2015-03-09, 3:11 AM | შეტყობინება # 77
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

ამწვანებული ქედების ძირას
ალისფრად ელავს ყვავილი ატმის,
გათავდა შორი ტყეების ძილი,
გაზაფხულია - დღეები ნატვრის...

მომეცი შენი სათუთი ხელი,
ძველ ნაგზაურებს გავუყვეთ ლაღად,
გადავიაროთ სერი და ხევი -
იქ მოციაგე სივრცეებს ნახავ...

აყვავებული მინდვრების შემდეგ,
როცა მზის სხივი ჩაქრება ცვარში,
მწვერვალთან ახლო დაღლილნი შევდგეთ
და სიყვარულით ვიცქიროთ ცაში...


 
მარიათარიღი: ორშაბათი, 2015-03-09, 3:37 AM | შეტყობინება # 78
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ნუ გადამაჩვევ

ამ საოცნებო
სილამაზეში,
ღმერთმა ისურვა,
შენ ამერჩიე,
მზეს კი არ გავხარ,
თვით მზეა შენში,
რა ვქნა, თუ ვეღარ
გადაგეჩვიე...
ადრე თუ მთვარეს
ვეღარ ვხედავდი,
ახლა მკრთალ შუქსაც
სინაზით ვარჩევ,
მე შენ მიყვარხარ,
ისევ გეძახი
და ამ სიყვარულს
ნუ გადამაჩვევ...

ბადრი სულაძე


 
მარიათარიღი: სამშაბათი, 2015-03-17, 9:29 PM | შეტყობინება # 79
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე განახებდი სიყვარული, როგორი უნდა

კაცი რომ ვიყო... მამაკაცის ყველა თვისებით,
ჩემს გარეგნობას სიმახინჯეს ეძახდე თუნდა..
პირობას გაძლევ, უჩემობას არ გაღირსებდი,
მე განახებდი სიყვარული, როგორი უნდა.

გამთენიისას იასამნებს შევთხოვდი შველას,
შემოგიმსხვრევდით სურნელებით, საკმელს ჩაკეტილს,
ვერა, ვერაფრით ასცდებოდი ჩემს ბედისწერას,
მე აგიხსნიდი სიყვარულის ნამდვილ გაკვეთილს.

მინდვრის ყვავილებს გახელებულს ვანდობდი გრძნობას,
შენ, სადედოფლოს შეგამკობდა ჩემი ხელები,
და როგორც წვიმა გაზაფხულზე მზეს სახეს მოჰბანს,
ასე მოგბანდი ლამაზ თვალებს, ფერებ–ფერებით.

კაცი რომ ვიყო...
თუნდაც შენთვის არ – სასურველი,
შენი თვალებით მოვხატავდი ანგელოზს ჩემში,
მეყვარებოდი, როგორც ქალი, ბავშვიც სულელი,
შავ–თეთრ სამყაროს გაჩუქებდი უთვალავ ფერში.

და შენი მზერა გახდებოდა, არც ისე მკაცრი...
გულში ყინულებს გაგილღობდი ხელისგულებით,
მე ვიქნებოდი ღირსებებით შემკული კაცი,
ცხადსა და სიზმარს მოგირთავდი თაიგულებით.

მე ვიქნებოდი ყველგან, სადაც შენ არ მელოდი,
მე ვიქნებოდი მონატრების მიზეზი დიდი,
კაცი რომ ვიყო...
უსათუოდ უნდა გჯეროდეს,
ჩემი სიგიჟით, იქნებოდი ძალიან მშვიდი.

მე შენს თვალებში დავხატავდი ბედნიერებას,
დავაკონებდი შენს ბაგეზე ამბორს და სიცილს,
სიცოცხლეს ჩემსას შევალევდი შენს მოფერებას,
ვერ დამწამებდი ორგულობას, გატეხვას ფიცის.

შენს სიყვარულში ჩავსახავდი სიცოცხლის ნაყოფს,
შენს ორსულ სხეულს ვატარებდი ტაატით ცხრათვე,
როს დაბადება შენგან ახალ სიცოცხლეს გაჰყოფს,
ჩვენი ბუდიდიდან ფრთას გაშლიდა პატარა მართვე.

ჩვენ ვიქნებოდით მერე ალბათ სამყარო მთელი,
იყვავილებდა სიყვარული შენთვის ნაფიცი,
შენ იქნებოდი უსასრულოდ ჩემში და ჩემი,
ან რაღაც მეტი, უფრო მეტი, ზუსტად არ ვიცი...

კაცი რომ ვიყო...
კაცს თუ უნდა, კაცმა თუ იგრძნო...
ყველაზე გონჯიც ანგელოზად მოგეჩვენება,
და ნატვრა იგი სინამდვილედ აქციო ვინძლო,
ვისაც უყვარხარ, ეს მას მოაქვს ბედნიერება.

კაცი რომ ვიყო... მამაკაცის ყველა თვისებით,
ჩემს გარეგნობას სიმახინჯეს ეძახდე თუნდა..
პირობას გაძლევ, უჩემობას არ გაღირსებდი,
მე განახებდი სიყვარული, როგორი უნდა.


 
მარიათარიღი: სამშაბათი, 2015-03-31, 7:33 PM | შეტყობინება # 80
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

გასაკვირია, როცა გიჭირთ მარტის გაგება,
რით ვერ მოგბეზრდათ, გადაბმული მასთან კამათი,
თოვს უცნაურად, ენძელები დაინამება,
მარტს აერია, ბილიკები და მისამართი...

ხან სიცივეში ისე ტირის, შეგეცოდება,
ხან აიჭრელებს ტანზე კვირტებს თუ აურია,
სულ იპრანჭება და რომ ჰკითხო ჯერ არ თხოვდება,
რა გაეგება, მარტი მართლაც უცნაურია...

შენ მაგონდები, ეს მსგავსება ისე დიდია,
ზოგჯერ მგონია შეიცვალე და გახდი მარტი,
მასაც ხომ ყველა სათითაოდ ფეხზე ჰკიდია,
ჩემი ბრალია, ცვალებადი რომ შემიყვარდი...

პეტრე კოლხი


 
მარიათარიღი: ხუთშაბათი, 2015-05-21, 5:59 PM | შეტყობინება # 81
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

ველოდები გრიგალს...
- ვერ გავყვები ქარს...
- გადარჩენა მინდა...
- მეჩქარება თან....
- გაიცვითა სიტყვა...
- გრძნობაც გაიცვითა...
- სხვანაირად რა ვთქვა...
- ლექსად თუ არ ითქვა...
- თან ისეთი რამ,
შენთვის რომ არ მითქვამს...
- ვერ ვიქნები სულ...
- ვერ ვიქნები დიდხანს...
- საყვედური არ მაქვს...
- საყვედური ვინ თქვა...
- გამიჩერდა სუნთქვა...
- ჩამივარდა ხმა...
- რაღაც მინდა გითხრა...
- რაღაც უნდა ვთქვა...
- გაიცვითა გრძნობა...
- სიტყვაც გაიცვითა...
- იქნებ, მოვასწრო და
ლექსად მაინც გითხრა...
- ვერ ვიქნები სულ...
- ვერ ვიქნები დიდხანს...
- ველოდები გრიგალს...
- ვერ გავყვები ქარს...
- გადარჩენა მინდა...
- მეჩქარება თან...
- მე ყველაფერს ვტოვებ...
- არაფერი მიმაქვს...
- ოღონდ სიყვარული,
შენი, იქაც მინდა...!!!


 
მარიათარიღი: ორშაბათი, 2015-05-25, 8:07 PM | შეტყობინება # 82
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?
მოგისმენია გრიალი ზღვისა?
იგი ბრაზდება
საკუთარ თავზე,
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას.
იცი რად არის
გაბრაზებული?!
რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?!
ზღვასაც ყოლია შეყვარებული
და მერე რწმენა დაუკარგია,
საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე,
საკუთარ
გულში დაუმარხია
და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე,
როცა სიყვარულს უცქერის
სხვისას,
საკუთარ სატრფოს იგონებს დარდით
და ეს გრიალი დარდია
ზღვისა!


 
მარიათარიღი: ოთხშაბათი, 2015-06-17, 5:59 PM | შეტყობინება # 83
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ჩაძინებულ იასამნებს დაესიზმრათ აპრილი,
ვარდისფრად რომ გადათოვა სიყვარულის მანძილი,
მე კი შენმა სუნთქვის სიომ გული გამიდარისა
და პეპელამ ფრენა-ფრენით ჩუმად გამითავისა.

ახლა რა ვქნა? აღარ ვიცი, როგორ გავძლო უშენოდ...
ან შენ, როგორ გაჩერდები... ასე მარტო - უჩემოდ,
მონატრება გადალახავს გზაარეულ სიშორეს
და სულ მალე დაგიძახებ, მე კვლავ ჩემში გიპოვნე.

არ გეგონოს ჩემი განცდა განშორების ბრალია,
გრძნობას ობლად ვერ ჩაკეტავ, მას არ უყვარს გალია
და ხუჭუჭა იასამნებს გადაკოცნის ფერება,
შენც გაგათბობს ჩემი კოცნა - მოვა, მოგეფერება...


 
მარიათარიღი: პარასკევი, 2015-06-26, 10:15 PM | შეტყობინება # 84
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

მეგონა ეს დღე სხვანაირად დაღამდებოდა...
ჰო...
დარდით მთვრალმა ვიფიქრე,
რომ ტკივილებს წავშლი...
არაფერია...
არ იდარდო ჩემი ტკივილი...
წავალ და...
ვინმე მეძავის თმად ჰაერში გავშლი...

დავხარჯავ,
რაც მაქვს...
ქუჩას გვერდით ჩამოვუჯდები...
მე ხომ ყოველთვის ვიღაცისგან გაგებას ველი...
სხვა ვინ გამიგებს?...
მოვუყვები მოსაყოლს ლოთებს...
ასი წელია არ მინახავს გულწრფელი ცრემლი...

სიტყვები ისევ ძველებურად ჩამომეწერა...
დღეს ისევ მინდა გამოვიღო მკერდიდან გული...
მაგრამ...
არაო...
ადრეაო...
ავტირდი ისევ...
შენზე ფიქრებში მოღუნული და თავჩარგული...


 
მარიათარიღი: ხუთშაბათი, 2015-07-09, 9:04 PM | შეტყობინება # 85
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
მარიათარიღი: ოთხშაბათი, 2015-07-15, 5:23 PM | შეტყობინება # 86
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

კიდევ ერთხელ მომილოცე გვირილობა,
კიდევ ერთხელ დამინიშნე პაემანი,
ჩითის კაბას შევიკერავ ატმისფერს და
ისე მოვალ თითქოს სულზე მოგისწარი....

ისე მოვალ დავიმორცხვებ შემოხედვას,
შენ გვირილის გვირგვინები დამიწანი,
თავს დავხრი და როგორც მხევალს შემეშველე,
მე შენს გარდა სხვა ვინა მყავს საფიცარი? -

- მერე ხელი ხელისგულზე დამაფინე,
თითქოს გზა გვაქვს ურთულესი - დამიცავი,
არ გამიშვა, არასოდეს არ გამიშვა-
გულთან ისე, ისეეეეეე მაგრად ჩამიკარი......


 
მარიათარიღი: კვირა, 2016-01-31, 6:09 PM | შეტყობინება # 87
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***
ლექსი სიყვარული იყო, -
საუბარი ქალთან -
ხან შენთან და,
ხან მასთან და,
ხან უბრალოდ... სხვასთან...
აუ, ეს რა წესიაო, -
ბევრი იტყვის წესით...
რამდენ გოგოს გამიბრაზებს
ეს პატარა ლექსი...
რამდენსა და...
არც არავის, -
ვის ვახსოვარ,
ვინ მყავს?!
მაგრამ მაინც სიყვარული
შეშლილივით მიყვარს...

დათო ახლოური


 
მარიათარიღი: კვირა, 2016-01-31, 6:14 PM | შეტყობინება # 88
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

რა მოხდა, თუ ცოტა შემეტყო ასაკი,
იმატა ჭაღარამ მოვერცხლილ ფერებით,
შენ ეს არ იდარდო, გულს ისევ სწყურიხარ,
გელის როდის მოხვალ და მომეფერები..

მოდი და ცის კიდეს შევეხოთ ხელებით,
წლები ლოდინისა წარსულში დავტოვოთ,
კოცნით დავითვალოთ თვალთან ნაოჭები,
აწი ერთმანეთი არასდროს დავტოვოთ.

იმ ბეწვის ხიდზეც კი გავბედავ გამოგყვე,
ოღონდ არ გაგიჟდე, ხელი არ გამიშვა,
მართლა ის პატარა გოგო კი აღარ ვარ,,
სირბილით რომ გსდევდა მდინარის ნაპირთან.

იმ ბაღსაც ვესტუმროთ ნაცნობი ბილიკით,
სადაც გვიხაროდა შეხვედრა, გართობა,
ძველ სკამზე ჩამოვსხდეთ, მკერდზე თავს მოგადებ,
როგორ მსურს ნაცნობი სურნელით დათრობა.

იქნებ გვირილებიც იპოვო იმ ბაღში,
მერე დაკრიფო და გვირგვინიც დამიწნა,
რა მოხდა, ჭააღარა თმაზეც მომიხდება,
არ მითხრა ახლა რომ დაწვნაც დაგავიწყდა.

მოდი, სანამ გული ისევ გაზაფხულობს,
მერე რა, გარეთ თუ უკვე ზამთარია,
ისედაც წამია ეს ჩვენი სიცოცხლე,
ცხოვრება ჩვენი კი, მხოლოდ ზღაპარია.

ნანა მეტრეველი


 
მარიათარიღი: ხუთშაბათი, 2016-03-17, 0:57 AM | შეტყობინება # 89
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
მარიათარიღი: ორშაბათი, 2016-03-21, 6:31 PM | შეტყობინება # 90
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქარია, სრულდება ღრუბლების არია!

ქარია, სრულდება
ღრუბლების არია...
ვზივარ და ფეხშიშველ ოცნებებს
ვასვენებ....
ჩემი სიყვარული უღმერთო
რამეა,
წვიმისგან გადაღლილ სამყაროს
მახსენებს...
სხეულში თარეშობს მოთქმა და
ვედრება-
პატარა ხელები მკლავებზე
მოგხვიო...
შენს სუნთქვას შევეხო და გულში
ჩაგეკრა,
და ჩემი გიჟური სურვილი
მოგრიო...
ქარია,სრულდება ღრუბლების
არია...
ვაჩერებ ოცნებას,სათუთს და
ნაფერებს...
მე გამოგიგონე და ჩემი ბრალია,
სხეული მტკივა და თვალებსაც
ასველებს.


 
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:

 

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz