მთავარირეგისტრაციაშესვლა თვალხატულა ორშაბათი, 2025-07-21, 2:06 PM
  სიყვარულის პოეზია - ფორუმი მოგესალმები სტუმარი | RSS

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
სიყვარულის პოეზია
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:14 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:38 PM | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

შეჩერებულან,
გათოშილან
ჩემთვის წუთები...
რამდენი რამე დამრჩენია
შენთვის უთქმელი.
გიხსენებ შენ და
მოგონებებს
ვესათუთები...

შეჩერებულან,
გათოშილან
დღესაც წუთები...


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:38 PM | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ქალს რომ გაუგო, ნაღდი უნდა გქონდეს კაცობა,
ქალს რომ უყვარდე – უთენებდე დილას იებად,
ფეხზე გეკიდოს სხვისი აზრი,
უნდა გახსოვდეს,
რომ საყვარელ ქალს ყველაფერი ეპატიება.

ქალი დარდია, ჩაფიქრება, სევდა – ფარული,
ღიმილიც არის,
მონატრებაც წრეგადასული,
იტვირთავ ამდენს?
შესძლებ ცრემლი უქციო ლხენად?
ვერა?
ქალია, გაფრინდება ხელიდან ხელად...

ქალს რომ უყვარდე,
ნაღდი უნდა გქონდეს კაცობა.


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:39 PM | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

იყო თქეში...
(მარტის თვეში)
ჩემი ხელი შენს თბილ ხელში
გაყურსული,
როგორც ღამე
დამეკარგა სადღაც
ხმა
მე
იმ ცივ ქარში,
შენთან
მაშინ
დალალ გაშლილს,
ვნება აშლილს
მედგა გიჟი მარტის თქეში...
ჩემი ხელი შენს თბილ ხელში
წამებს თვლიდა,
ნატვრას თლიდა,
შენთან მინდა!
როგორც მაშინ
შენთან მინდა!


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:40 PM | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქალს!

თმებგაშლილ აპრილს შეეგება მაისის წვიმა.
იასამნებით შეიმოსა გრძნობებმა უბე.
ლურჯი ამბორი მიაგება სიყვარულს ციდან
და ეამბორა გაზფხულს ტუჩზე.

ცისკარზე დილას გაეღვიძა, ნამთვრალევ ქარში
ფიქრნარევ ლოდინს შემოაცვა სურნელი წმინდა.
ნააპრილევი სიხარული იპოვა ქალში....
ქალში,
რომელშიც მაისი წვიმდა...

ნინო მაჭავარიანი


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:41 PM | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მონატრება

მინდა შენით გადმოვხატო ზეცა.
ჩავეხუტო სივრცეს, ცამდე გავლილს.
მერე ნამით მოვიპარო შენთან.
გეამბორო გაზაფხულის ყვავილს.

მომენატრა ფიქრი, – მინდვრისფერი...
სინარნარე – კვირტგახეთქილ ხეთა.
მომენატრა სურნელება წრფელი,
ეჭვიანი და ფაქიზი სევდა.

მინდა შენში შევიპარო ისე,
როგორც დილა გაიღვიძებს ცვარში.
შეგეხო და შენს სიწმინდეს მივწვდე,
გიპოვნო და აგედევნო კვალში.

ნინო მაჭავარიანი


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:42 PM | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ამ სიჩუმეში ვარდობისთვე როგორ აყვავდა,
ისე, უბრალოდ კვირტებიან ქუჩას მივყვები,
შენზე ფიქრები ტკივილებად როგორ დახვავდა,
ასეთი შორი, შეშლილივით რატომ მინდები.

ნუშის მკლავებზე გადაწვება ღამე საცაა,
მე შენთან მოვალ ნაყვავილარ ხეთა ხმაურში
და უშენობამ გაზაფხული თუ დამაცადა,
ამ სიმარტოვის მრუმე ბილიკს უტყვად ჩავუვლი.

ქედმოდრეკილი ლერწმის ტოტი ჩემსკენ იხრება,
ბაგეზე კოცნით ჩამივლიან ვიცი, ქარები,
ყველა აპრილი შენი გულის გზისკენ მიმყვება,
ყველა მაისში მე თავიდან შემიყვარდები...


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:42 PM | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

მთებზე აენთო, აბრწყინდა
ახლად დასხმული ცვარიო,
ყაყაჩოთა ცეცხლს გამოჰრევს
შიშველი წვივით ქალიო,
დავდუმდი, შტერად დავდექი,
ვერ დავიბრმავე თვალიო:
თუ რამ შეგცოდე, უფალო,
არაა ჩემი ბრალიო!


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:43 PM | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ხდება ყველაფერი ღმერთის ნებით,
ხელში მისი ხელი მიკავია,
ისევ მიყვარხარო, - ვეფიცები,
ჰოდა, ერთად ყოფნა გვიხარია.

ის კი ცახცახებს და მეხუტება...
წამიც აღარ გვინდა სიშორისა.
თანაც სული ისე გვეხუთება,
თითქოს ბეჭედს ვჩუქნი ნიშნობისას.

ახლა არ იქნება შეჩერება,
უნდა იტრიალო დედამიწავ.
მიყვარს ეს გოგო და მეჩემება,
ჩემთვის გააჩინა დედამისმა.

მინდა ხელი მაგრად ჩავკიდო და
მთელი მზისქვეშეთი მოვიაროთ.
დღემდე მის გარეშე რა მინდოდა,-
ჩემთვის ვჩურჩულებ და ვბოდიალობ...

დღეს რომ სიყვარული გავაერთეთ,
მგონი მთელ სამყაროს უხარია.
მწამდა ეს გოგო და გავაღმერთე,
ჰოდა, ახლა ჩემთან უფალია!

დათო ახლოური


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:43 PM | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ყოველდღე შენსკენ მომეჩქარება

ყოველდღე,
შენსკენ მომეჩქარება...
და უშენობას, დღემდე განვიცდი,
მე ვიცი,
ეჭვიც არ მეპარება,
მაინც გიპოვი, მაინც დამიცდი...

მე დღესაც,
შენი ფიქრი მიმონებს,
სიზმარში ღამე კარტებს გამიშლის,
მე ყოველ დილას,
შენთვის ვიგონებ,
გული თავისას მაინც არ იშლის.

მე ახლაც,
შენი კოცნა მაგიჟებს
და უშენობით ხედავ, ვბერდები...
მე ყოველ დილას,
ვითვლი ნაბიჯებს,
და ყოველ ღამე შენთან ვჩერდები.

როგორც,
დაღლილი ღამე, – თენდები...
და უშენობა თოვლივით მათოვს,
შენ იცი,
ასე არ დავნებდები,
ისევ ლოდინი მომიწევს მარტოს...

მაინც გიპოვი,
მაინც დამიცდი,
მე შენში, ეჭვიც არ მეპარება,
შენ უჩემობას,
ახლაც განიცდი,
და ამიტომაც, მომეჩქარება...


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:44 PM | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

გაზაფხულის თქეში უშხაპუნებს ფანჯრებს,
ყველა აივანი გადმოჰკიდებს ჩანჩქერს

და მეზობლის გოგოც გაიხარებს მაშინ,
წვიმის ასაღებად გავარდება კარში,

რომ ხვალ უფრო კარგად თმები ზიმზიმებდეს,
რომ ხვალ უფრო კარგად მე ვერ ვიძინებდე.


 
მარიათარიღი: ხუთშაბათი, 2014-07-24, 0:10 AM | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

მე სიყვარულის სახადით ვიშვი,
ისე მიყვარდი, ვერსად ჩაგტიე
დამქონდა შენი დაკარგვის შიში,
შენ ეს სისუსტე არ მაპატიე.

ათასგზის ვცოდე, ათასგზის ჰოდა,
ჩემივ თავს ვავნე, ვეწამე გვიან,
საშენოდ ერთი დამქონდა ცოდვა,
დაკარგვის შიში რომელსაც ჰქვია.

ცხადია ჩემში ბევრი ნაკლია,
საკუთარ თავზე ჯავრი ვანთხიე,
ალბათ დუმილის ძალა მაკლია,
შენ საყვედურიც არ მაპატიე.

სრულყოფილს ქვეყნად ვერავის ნახავ,
ჩვენ-ჩვენი ნაკლით დავდივარ ყველა,
ჩემი გრძნობიდან როდესაც წახვალ,
მერე ამ შიშზეც მიხვდები მჯერა.

მე ბევრი ცოდვით და ნაკლით ვიშვი,
ცრემლში იმდენი ღამე ვათიე,
დამქონდა შენი დაკარგვის შიში -
ცოდვა, რომელიც არ მაპატიე...

ნანა მეფარიშვილი


 
მარიათარიღი: ხუთშაბათი, 2014-07-31, 8:19 PM | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

მე რომ მიყვარხარ, მგონია, რომ უყვარხარ ყველას,
მთელ სამყაროზე ეჭვიანობს ახლა ეს გული.
ვინც სიყვარული იწამა და... ღმერთს სთხოვა შველა,
ასე მგონია შენზე იყო შეყვარებული...

რა ეშველება, აღარ ვიცი, უშენოდ ამ ხალხს,
რა ეშველება ამ ქვეყანას - შეცვლილს, ვნებიანს,
ასე მგონია, ვერ ამჩნევენ ჩემსავით, სხვა ქალს,
ასე მგონია შენს სიყვარულს მეცილებიან...

ჰოდა, ამიტომ მიმაჩნიხარ სამყაროს ფასად,
ჰოდა, ამიტომ გნებდებიან ვნებულს გულები...
მე რომ მიყვარხარ, მგონია, რომ უყვარხარ სხვასაც,
ვეჭვიანობ და უმიზეზოდ გებუზღუნები!


 
მარიათარიღი: პარასკევი, 2014-08-15, 8:32 PM | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

კვლავ დამირღვია ფიქრთა სიმშვიდე,
მოიჭრა ქარი, მაცნე აპრილის..
კარგო, უშენოდ დღეთა მიმოსვლამ
წაიღო ჩემი გულის ნაწილი...

ჩამადნა ხელში მთვარის ნალევი...
შენზე ოცნებას შევრჩი დილამდის,
თითქოს ჩაიცვი ნისლის პერანგი
და მთების მიღმა გაუჩინარდი..

შენში ქალური მხიბლავდა ეშხი..
სინაზით კრთომა ბავშივის თვალების,
ვერ გადავლახე ზღვა – სიყვარულის,
საპირისპიროდ ქროდნენ ქარები...

რაღა ვქნა ახლა, ქარის მერნებმა
არ ვიცი, საით გაგიყოლია,
იმ დღიდან ფიქრთა მესაიდუმლე,
გულის კარავში არვინ მყოლია...


 
მარიათარიღი: პარასკევი, 2014-08-15, 8:41 PM | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

შეცურდა ნისლებში კალთები მწვერვალთა,
გვიმრებმა ფოთლები მოწყენით დახარეს..
– იწვიმებს?
– ჰო, ალბათ, ცა ცრემლებს მაიდენს,
ამ დღეებს ავდრიანს უშენოდ რა გალევს?!

– იწვიმებს?
– მერე რა! თუ ზეცა ატირდა,
ეს გულიც მწუხარებს, რამდენი ხანია,
რაც მსურდა, ვინც მწადდა, გაქრა და წავიდა..
იმ დღეთა სიშორე ვერ ამიტანია...


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:

 

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz