მთავარირეგისტრაციაშესვლა თვალხატულა ხუთშაბათი, 2025-07-24, 11:33 AM
  სიყვარულის პოეზია - Page 5 - ფორუმი მოგესალმები სტუმარი | RSS

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
სიყვარულის პოეზია
მარიათარიღი: შაბათი, 2014-06-28, 9:14 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


 
მარიათარიღი: ხუთშაბათი, 2014-11-13, 0:17 AM | შეტყობინება # 61
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

დარდს უშენობა გვირგვინად ადგას,
მონატრებაში ვერ დაეტევი,
შენს დავიწყებას რა უნდა მაგრამ
დასავიწყებლად არ მემეტები....

კაბას იკერავს მწვანე აპრილი
სიჩუმემ თავი ვერ გაგვარიდა,
დღეს უთქმელობა არის მანძილი
და ეს დუმილი როგორ არ მინდა....

არც მარტია და არც ცაა სველი,
აქ სული სულზე მოვა აპრილი,
შენთან დარჩენა ყოფილა ძნელი,
შენგან წასვლა კი უფრო ადვილი!


 
მარიათარიღი: შაბათი, 2014-11-15, 0:10 AM | შეტყობინება # 62
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ნიბლია

თოვს და ქუჩაში გავედი,
ნიბლია ვნახე გარეთ,
მისი ლამაზი თვალები
მაგონებს მე შენს თვალებს.

ქარში ფიფქები მიჰრიან,
შენ კი თვალებით ბრწყინავ,
შინ შევიყვანე ნიბლია,
გაუთოშია ყინვას.

მე შენზე ფიქრმა დამთოვა,
სად ხარ სუსხიან ღამეს,
ნიბლია სახლში დავტოვე,
მე გამოვვარდი გარეთ.

დაგეძებ, სად არ დაგეძებ,
შენ მენატრები როგორ,
ნიბლიასავით თოვაში,
არ გამეყინო, გოგო!

ოთარ მამფორია


 
მარიათარიღი: ორშაბათი, 2014-11-17, 11:39 PM | შეტყობინება # 63
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ფიქრო - უსასრულო, წუთო - დასაცდელო,
ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო,

მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული,
მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული...

გულო - სატკივარო, დღეო - წვალებაო,
ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო!

წამო - ბედნიერო, სიხარულის ცრემლო,
როგორ მინდოდა, რომ სულ შენს გვერდით მევლო.

ფიქრო - უსასრულო, წუთო - დასაცდელო,
ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო...


 
მარიათარიღი: ოთხშაბათი, 2014-12-03, 2:24 AM | შეტყობინება # 64
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

გაზაფხულამდე ალბათ დიდხანს მომიწევს მოცდა,
ცივმა ზამთარმა სევდა მომცა, ლხინი წამგვარა…
„აღარ მიყვარხარ!”-ღმერთო ჩემო ეს რა წამომცდა,
ხომ შეიძლება შენც იფიქრო ჩემზე ამგვარად.

გათენებამდე მთვარეა და მთელი ღამეა,
მღერის ქარი და პაემანზე ტყისაკენ მიჰქრის…
„ისევ მახსოვხარ!”-ღმერთო ჩემო, რა სიამეა,
ხომ შეიძლება შენც გაივლო ამგვარი ფიქრი.

ვერ შეველევი ოცნებებს და ვარდისფერ ფიქრებს.
თუმცა ტკივილმა უნუგეშოდ მტანჯა და მთენთა…
„მე გელოდები!”-ღმერთო ჩემო, ვინ იცის იქნებ
მელოდებოდე, - ავდგები და წამოვალ შენთან.

ვახტანგ ღლონტი


 
მარიათარიღი: პარასკევი, 2015-01-09, 9:36 PM | შეტყობინება # 65
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შეხვედრა

თვალებში ეშხის ამარა ხარ,
ოდნავ, ნაოჭები გაგჩენია
და თუმცა ბავშვი აღარა ხარ
ღიმილი, ბავშვური დაგრჩენია.

შეგატყვე, ჩემი ნახვაც გაგიხარდა
თუმცა უჩემობას შეგაჩვიე,
არა, პატარა აღარ ხარ და
მაინც გაწითლება შეგამჩნიე...

- როგორ ხარ? ოჯახში?
- არაგვიშავს...
- შენ როგორ?
- მეც ისე... არაგვიჭირს...
გიყურებ, გიყურებ, ისევ იმ ბავშვს
ისევე, ის პატარა ბიჭი...

დუმილი, უსაშველო, უხერხული,
თრთოლვამ გულისგულში გაატანა,
სიტყვები? ვერაფრით მონახული.
მზერის გამვლელებზე გადატანა...

- მე წავალ... მეუღლე მელოდება
კარგად იყავიო, დამიმატე...
ღმერთო.... ჩემი თავი მეცოდება
ის ბავშვი სხვისთვის რომ გავიმეტე...

კახა შალამბერიძე


 
მარიათარიღი: შაბათი, 2015-01-10, 9:58 PM | შეტყობინება # 66
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

წეროების გადაფრენის
თვეში
უშენობა ასტკივდება
გულს,

მოასკდება სულს
წვიმების თქეში
და ვერაფრით გადავირჩენ
სულს.

წეროების გადაფრენის
თვეში
რა იქნება ახალი და სხვა?

ლამაზია უშენობა ჩემში
და შენსავით ლამაზია
ზღვა...

წეროების გადაფრენის
თვეში
შენს ფიქრებში
გამოვიკვლევ გზას,

ქარს გავატან მარტოობას
შეშლილს
და ნაცრისფრად
ჩამოქცეულ ცას...

ფოთოლცვენის
ატირებულ თვეში
უშენობა ასტკივდება
გულს,

მოასკდება გულს იმედთა
თქეში
და მხოლოდ შენ
გადამირჩენ სულს!


 
მარიათარიღი: ორშაბათი, 2015-01-12, 10:16 PM | შეტყობინება # 67
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

მინდა შეგეხო ხელით,
შენი სურნელი ვიგრძნო
და ნაბიჯებით ნელით
მოგეპარო და გიგრძნო.

მინდა ჩავიკრა მკერდში
შენი სინაზე, სითბო,
შენ ისევა ხარ ჩემში,
როგორც ყოველთვის იყო.

ისევ მიყვარხარ მაგრად
შენზე ფიქრები მიპყრობს,
ვერ შეგელევი ალბათ
გთხოვ, გაიფანტე ნისლო.

მინდა ერთხელაც გნახო,
მალე მოვკვდები თითქოს,
ჩემი ცხოვრების აზრო,
ჩემო პირველო ფიფქო!


 
მარიათარიღი: შაბათი, 2015-01-24, 8:55 PM | შეტყობინება # 68
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თოვლისფერი ზღაპარი

რას ვიფიქრებდი მზის სხივით,
თუ გამითბობდა იანვარს,
ეგ შენი ლაღი სიცილი,
ცას რომ მტრედივით მიასკდა...

მზე დაიღვარა ზეციდან,
ზამთარი ზამთარს არ ჰგავდა...
თოვლს კი, სხვა რაღა ეფიქრა,
სურდა, ეხილე პატარძლად...

ფიფქებმა კაბა ჩაგაცვეს,
ფატაც დაგხურეს თოვლისვე...
მზეს ფიქრი სადღა აცალეს,
ნეფედ რომ გვერდზე მოგისვეს...

მერე ციყვებმაც, მზის რიდით,
თოვლის გუნდებად იგორეს...
ხედავ, მაგ შენი სიცილით,
ზღაპარი გამოვიგონე...

ბადრი სულაძე


 
მარიათარიღი: სამშაბათი, 2015-02-03, 4:23 AM | შეტყობინება # 69
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სალაღობო

ასე უთქვამთ - სიყვარული,
მოვა თავისთავადა,
ველოდე და ვემუდარე,
არ მოვიდა, არა და.

დრო კი, დრო კი დაუნდობლად,
სათუთ ღიმილს მპარავდა,
გავგულისდი - სიყვარული,
მოვიყვანე ძალადა!

მაგრამ, ეჰა, ღმერთი, რჯული,
მოსვენება წამართვა,
ვინა თქვა, რომ ტკბილიაო,
მე კი გამაწამა და...

ვინა თქვა, რომ როგორც მოვა,
წავა თავისთავადა,
ფესვი ისე გაიმაგრა,
აღარ მიდის, არადა!

ჟუჟუნა შაინიძე


 
მარიათარიღი: პარასკევი, 2015-02-13, 6:47 AM | შეტყობინება # 70
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
აწ

მე მაქვს ოცნება ერთი,
თან არც თუ ისე ძველი,
ვიყო საყრდენი შენთვის
და შეუცვლელი მცველი.

მფლობელი შენი ხელის
და ერთგულების, ერთობ
მსურს სიყვარულიც ბევრი,
გზა დაგვილოცე ღმერთო.

აწ,უშენობის ფერი,
ბნელი ღამე წევს ჩემზე,
ჩვენს საერთო კვირტს ელის,
ყლორტი სიცოცხლის ხეზე.


 
მარიათარიღი: პარასკევი, 2015-02-13, 7:20 AM | შეტყობინება # 71
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

ბნელ ღამეში ბუხრის პირას ნაკვერჩხალი წიოდა,
პასუხს არ მცემ შეკითხვაზე: ჩემთან მართლა გციოდა??
გული სევდით მევსებოდა, ძარღვში სისხლი ყიოდა,
ზამთრის სუსხში, ჩემთვის სულ არ, ჩემთვის სულ არ ციოდა..
ცრემლებს თვალზე ვეღარ ვიშრობ, ბუხრის პირას
ჩემთვის ვფიქრობ, ფიქრში ღამეც მელევა,
შენ რომ ამდროს არას დარდობ, კაი ერთი, მერე რაა..
მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს გიკოცნიდე მაგ თითებს,
ზამთრის სუსხშიც ჩემთვის მარტო დავივლიდი ნაპირებს,
ვიცი ზოგი ხელს ჩაიქნევს, ზოგიც კიდე დამცინებს.....

ბნელ ღამეში ბუხრის პირას ნაკვერჩხალი წიოდა,
ეხლა მხოლოდ იმას ვფიქრობ, ჩემთან რატომ გციოდა?


 
მარიათარიღი: პარასკევი, 2015-02-13, 8:00 AM | შეტყობინება # 72
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

მზე ხარ,
არა,
მზეზე უფრო თბილი,
ჩემი ცა ხარ,
ვარსკვლავებით სავსე,
უამრავჯერ გატეხილი ძილი,
ნეტავ
როდის შეგიყვარე ასე?!

გზა ხარ,
ის გზა,
საიდანაც გიცდი,
ჩემი ალუბლების ფერი ლტოლვა,
გულის კართან
დადებული ფიცი,
გაზაფხულის ქართა
თბილი ქროლვა.

ზღვა ხარ,
ჩემი სიყვარულის ხელა,
ეს სამყარო
შენთან მოჰგავს მისხალს,
იღბალი ხარ, ჩემი ბედისწერა,
ის სურვილი,
ნატვრის ხე რომ ისხამს.


 
მარიათარიღი: კვირა, 2015-02-15, 10:24 PM | შეტყობინება # 73
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვარდისახარ

ოხ, ვარდისახარ! ვმუნჯდები,
როგორი გამომწვევი ხარ,
შორით გეტრფიან გურჯები,
ჩვენს ლამაზებში სწერიხარ.

მინდა ძუძუზე გემთხვიო,
გავხელდე როგორც გლახუნა,
თუმც წერა მიტანს ხანდისხან,
ნამუსის ქუდი მახურავს.

კვეტარის ციხის მცველი ვარ,
ილოცე ჩემი გულისთვის,
სიყვარულისთვის შობილი
მოვკვდები სიყვარულისთვის.

ოთარ რურუა


 
მარიათარიღი: ხუთშაბათი, 2015-03-05, 8:15 PM | შეტყობინება # 74
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
* * *

მზე ეწვია თქვენს ნაზამთრალ კარებს,
ქალბატონო, დარდი მიმოყარეთ!
გაზაფხული აზანზარებს არეს,
მათქმევინეთ სიხარულზე რამე.

სიყვარულზე მათქმევინეთ რამე,
ტრფიალების ბანგით ცეკვავს ღამე.
შემიფარეთ, გამიწვიმდა გარეთ,
მაკოცნინეთ მაგ თვალებში - მთვარე...

თენგიზ ბეჟაშვილი


 
მარიათარიღი: შაბათი, 2015-03-07, 6:16 AM | შეტყობინება # 75
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 363
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
***

მომენატრები, უსაშველოდ მომენატრები,
არაფერია... ვიტყვი თუკი შემნიშნეს ცრემლი,
დღეს ჩემს სიხარულს ხვალ ტკივილად მოემატები,
შენს ღიმილს ვეღარ აირეკლავს ღიმილი ჩემი.

ვეღარ ვისწავლი მარტოობის წლებთან შეჩვევას
და ყოველ ღამე გამოვყვები სიზმრებს შენთან მე...
არ დამიღონდე უშენობა თუ შემემჩნევა
და ეს ცრემლები გულიდან თუ ამოხეთქავენ.


 
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:

 

Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz